იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცის, მარჩელო ლიპის თქმით, ბოლო ოცი წლის საუკეთესო ფეხბურთელი ზინედინ ზიდანია
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცის, მარჩელო ლიპის თქმით, ბოლო ოცი წლის საუკეთესო ფეხბურთელი ზინედინ ზიდანია და მასთან ახლოსაც კი არ დგას არავინ.

ბევრს გაუკვირდა მაესტროს ასეთი მოსაზრება, რადგან 2006 წლის მუნდიალის ფინალური მასტჩის შემდეგ, ზიდანი არაერთხელ გახდა ლიპის კრიტიკის ობიექტი. უფრო სწორად, მარჩელო მის შეგირდს, მარკო მატერაცის იცავდა და გზა და გზა, ზიდანიც შემოელანძღებოდა ხოლმე. ამჯერად კი ალჟირული წარმოშობის ფრანგი ქებით ცაში აიყვანა და შემდეგი განაცხადა:

"ვინ არის ბოლო ოცწლეულის საუკეთესო ფეხბურთელი? - რა თქმა უნდა, ეს ზინედინ ზიდანია, რომელმაც საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს ყველაფერი მოაგებინა. ზიზუს მოედანზე აბსოლუტურად ყველაფრის კეთება შეეძლო, რაც მის თანაგუნდელებზეც შესანიშნავად მოქმედებდა.

დღესაც ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ირჯება, მაგრამ ზინედინს ვერც ერთ მათგანს ვერ შევადარებდი. რაც შეეხება ზიდანამდე პერიოდს, საუკეთესო უდავოდ დიეგო მარადონა გახლდათ, რომელიც მოედანზე სასწაულებს სჩადიოდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!