"იბერია სტარი" ფუტსალში უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო მატჩს "სლოვ მატიკთან" გამართავს
ოლეგ სოლოდოვნიკის გაწვრთნილი "იბერია სტარი" ფუტსალში უეფას თასის ელიტრაუნდში დაუბრკოლებლად გავიდა: თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა და უეფას თასის უცვლელმა მონაწილემ ჯერ მინსკის "მაპიდთან" გაიმარჯვა 4:0, მერე კი შვეიცარიული "ჟენევა" გაანადგურა - 11:0.

ფუტსალი კლასიკური ფეხბურთის "გარე ბიძაშვილია", ხუმრობით ჩვენში "სათბურის ფეხბურთსაც" ეძახნიან, მაგრამ ქართველ გულშემატკივარს მიუხედავად იმისა თუ თამაში სად, რა ვითარებასა და წესებითაც უნდა ტარდებოდეს, უყვარს გოლი და მისი ლამაზად გატანა. ჩვენი გუნდი კი ლამაზ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს, რაც მაყურებელს ასე მოენატრა. ამიტომაც არ წყდებოდა სპორტის სასახლეში ტაში და შეძახილები, როდესაც ერთმანეთზე ლამაზი გოლები გაჰქონდათ იბერელიელებს, ზოგს ქუსლით, ზოგს ვარდნით, ბრუნო მელომ კი მთელი შვეიცარია მოატყუა და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

ორ მატჩში "იბერიამ" 15 ბურთი გაიტანა და არც ერთი გაუშვა - უჩვეულო შედეგია ტურნირისთვის, სადაც მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატების გამარჯვებულები თამაშობენ.

გუნდის მთავარ მწვრთნელს, უკრაინელ ოლეგ სოლოდოვნიკს "იბერიაზე", ტურნირსა და ელიტრაუნდის შესაძლო მასპინძლობაზე ვესაუბრეთ.

- გილოცავთ ელიტრაუნდში გასვლას, მაგრამ თქვენი გუნდისთვის ეს არახალი ამბავია

- ასეა, მაგრამ შედეგმა არ მოგვატყუოთ, ნამდვილად არ გვყავდა სუსტი მექტოეები. მიხარია, რომ ორ მატჩში ჯერ გოლიც არ გაგვიშვია, ანუ უფრო ორგანიზებულები გავხდით.

- რა არის ამ სეზონში "იბერია"-ს ამოცანა?

- მიზანი ევროპის საუკეთესო კლუბების ოთხეულში მოხვედრაა. წლეულს გუნდის მდგომარეობა ამის რეალურ იმედს გვაძლევს.

- როგორც ჩანს, სეზონისთვის კარგად მოემზადეთ

- საყვედური ნამდვილად არ გვეთქმის. უეფას თასამდე ლვოვის საერთაშორისო ტურნირზე ვითამაშეთ, სადაც უკრაინისა და რუსეთის უძლიერესი გუნდები

მონაწილეობდნენ და ბიჭები თანდათან ფორმაში შევიდნენ.

- თქვენი აზრით, ზაფხულში "იბერია" გაძლიერდა?

- შედეგებიდანაც ჩანს, რომ "იბერია" შარშანდელზე ბევრად ძლიერი გუნდია, უფრო შევთამაშდით და დავიხვეწეთ. ამას გარდა, ორი ლეგიონერი დავიმატეთ ძლიერი ლიგებიდან - გამოცდილი ლუის ნეგაო იაპონიის სუპერლიგის "ნაგოიადან" და ახალგაზრდა ედუ ბაქოს "ნეფთჩიდან". ორივე ბრაზილიელია. ამ ტურნირზეც გამოჩნდა, რომ ორივე ძლიერი მოთამაშეა. გაძლიერებას შემდგომშიც ვაპირებთ.

- "ჟენევასთან" გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბეტინიომ რატომ არ ითამაშა?

- სამწუხაროდ, ბეტინიო დაშავდა.

- ტრავმა სერიოზულია?

- არც ისე, კუნთი დაეჭიმა, მაგრამ თავი დავიზღვიეთ და გართულებას მოვერიდეთ. ამის გამო ბოლო ტურში "სლოვ მატიკთანაც" ვერ ითამაშებს. ფაქტობრივად, მიზანი მიღწეულია და აჯობებს, დავასვენოთ, ელიტრაუნდის მატჩებისთვის მზად რომ იყოს.

- "სლოვ მატიკთან" გამარჯვებას და პირველი ადგილის დაკავებას პრინციპული მნიშნელობა აქვს

- არა მხოლოდ ეს - უკვე წელიწადი სრულდება, რაც საშინაო და საერთაშორისო სარბიელზე თამაში არ წაგვიგია - საქართველოს ჩემპიონატში, უეფას თასზე და სოლიდურ ტურნირებში. ელიტრაუნდიდან საუკეთესო ოთხეულში იმიტომ ვერ მოვხვდით, რომ ყაზახურმა კლუბმა მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით გვაჯობა, თორემ ალმათიში "კაირატთან" ფრედ ვითამაშეთ.

ასე რომ, ტურნირის ფავორიტისა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის იმიჯს უნდა გავუფრთხილდეთ. ამიტომაც სლოვაკურ კლუბს უნდა მოვუგოთ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ.

- "იბერია-"ს ელიტრაუნდის მატჩების თბილისში მასპინძლობა სურს. თქვენ ეს რეალურად მიგაჩნიათ?

- თბილისი ინფრასტრუქტურულად საამისოდ მზად არის. მშვენიერია სპორტის სასახლე, მაყურებელი გულთბილი და მეგობრულია, გუნდის ბოლოდროინდელი შედეგებიც ამის უფლებას გვაძლევს. ეს "იბერია-"ს ხელმძღვანელთა სურვილია და როგორც ვიცი, საქართველო უეფაში განაცხადის შეტანას აპირებს. ასე რომ, ელიტრაუნდის მასპინძლობა არარეალური ნამდვილად არ უნდა იყოს.

და ბოლოს: უეფას თასის ბოლო ტური სპორტის სასახლეში დღეს გაიმართება. 15:30 ბელარუსის "მაპიდი" შვეიცარიის "ჟენევას" დაუპირისპირდება, "იბერია" კი 18 საათზე "სლოვ მატიკის" ეთამაშება და ჯგუფში გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zuxusha
იბერელიელები?
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად