პირველი მატჩი 4 ოქტომბერს სპორტის სასახლეში გაიმართება და წყვილში გამარჯვებული ევროჩელენჯის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს
4 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში "სოხუმი" ბელარუსის "მინსკს" დაუხვდება. მატჩი ევროჩელენჯის ეგიდით გაიმართება და წყვილში გამარჯვებული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. თბილისის შემდეგ გუნდები ბელარუსში ჩავლენ და განმეორებით მატჩს 11 ოქტომბერს ითამაშებენ. ორივე შეხვედრა ადგილობრივი დროით 19 საათზეა დანიშნული.

წინასწარ ისიცაა ცნობილი, რომ "სოხუმსა" და "მინსკს" შორის გამარჯვებული ევროჩელენჯის ჯგუფურ ეტაპზე G ჯგუფში მოხვდება, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან გერმანიის "ბონი", თურქეთის "ტურკ ტელეკომი", ხოლო მეოთხე გრაფას ევროთასის პლეი ოფში თურქეთის "კარსიაკასა" და საფრანგეთის "ლე მანს" შორის დამარცხებული შეავსებს (პირველი მატჩი ფრანგებმა თურქეთში 80:73 მოიგეს, განმეორებითი 4 ოქტომბერს გაიმართება).

თითო ჯგუფიდან საუკეთესო ორი კლუბი მომდევნო ეტაპზე გავა და იქაც ოთხგუნდიანი ჯგუფები შეიქმნება, რასაც მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი მოჰყვება.

27 სექტემბერს, პირველ მატჩამდე ერთი კვირით ადრე ევროჩელენჯის საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილეებმა განაცხადები შეავსეს. ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს როგორც "სოხუმის", ასევე მისი მეტოქის, "მინსკის" შემადგენლობის გაცნობა.

"სოხუმი"

მოთამაშე პოზიცია სიმ. დაბ.თარ. 2010-11

სერგო ათუაშვილი ცენტრი 220 28.03.1985 არმია

მიხეილ ბერიშვილი ფორვარდი 203 12.04.1987 თსუ

ირაკლი ჩლაიძე უკანახაზელი 198 07.12.1989 სოხუმი

გიორგი გაფრინდაშვილი გამთამაშებელი 188 25.03.1988 თსუ

ბრენდონ გაი ფორვარდი 203 08.08.1982 პეპინსტერი (ბელგია)

ვახტანგ ქადარია ცენტრი 206 20.07.1989 მინერალ არეა (NჟჩAA, აშშ)

ლაშა ფარღალავა უკანახაზელი 190 07.02.1987 სოხუმი

ლევან ფაცაცია მსროლელი 198 24.09.1988 სოხუმი

პიერ პირსი გამთამაშებელი 192 07.06.1983 აზოვმაში (უკრაინა)

ფრენკ რობინსონი მსროლელი 194 01.06.1984 მაქაბი (ჰაიფა, ისრაელი)

მარკ სალიერსი ფორვარდი 204 28.02.1979 ბიელა (იტალია)

ირაკლი სორდია უკანახაზელი 190 20.11.1985 სოხუმი

მწვრთნელი: აინარს ბაგაცკისი

მწვრთნელები: დიმიტრი ჟაკობოვი, ვაჟა კვარაცხელია.

"მინსკი"

მოთამაშე პოზიცია სიმ. დაბ.თარ. 2010-11

ვლადიმირ ჩარკო უკანახაზელი 200 1974 მინსკი

დე ვონ ჰარდინი ცენტრი 2011 1986 იავნე (ისრაელი)

ჯასტინ ჰოუკინსი ფორვარდი 201 1985 სტრასბური (საფრანგეთი)

ჯულიუს ჰოჯი ფორვარდი 1983 ჯიანგსუ (ჩინეთი)

ვალიასტინ იჰნატჩუკი უკანახაზელი 192 1991 მინსკი

ჯასტინ კნოქსი ფორვარდი 205 1989 მიუნხენი (გერმანია)

ალექსანდრე კოჟენეცი ცენტრი 207 1977 მინსკი

ალექსანდრე კუდრიავცევი გამთამაშებელი 190 1980 მინსკი

ალექსანდრე ლაშკევიჩი ფორვარდი 204 1978 მინსკი

ვერდან ნაკიჩი გამთამაშებელი 184 1989 ბროტნიო (ბოსნია)

ალექსანდრე სემიანიუკი ფორვარდი 205 1993 მინსკი

ალექსანდრე ტრატსინეტსკი ფორვარდი 200 1986 მინსკი

როსტისლავ ვერგუნი უკანახაზელი 196 1982 მინსკი

მთავარი მწვრთნელი: ანდრეი კრივონოსი

მწვრთნელი: იგორ კორნეენკოვი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქუთაისმა ათენის 3×3 ჩელენჯერზე იასპარეზა | 2 მარცხი უმძიმეს ბრძოლაში
ირინა შეიკს 11 წლით ახალგაზრდა სპორტსმენთან რომანი აქვს
ქართველი არბიტრის ტრიუმფალური ზაფხული: მარინა შალამბერიძემ ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მესამე ფინალში იმსაჯა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა