რაგბის განვითარების კომიტეტში საქართველოსა და ელიტას შორის სხვაობის შემცირებაზე საუბრობენ
ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება. უკვე გარკვეული წინსაწარი დასკვნების გაკეთება შესაძლებელია.

IRB-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა რაგბის განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელის, ჩვენთვის კარგად ნაცნობი მარკ იგანის მოსაზრებები. აი რას ამბობს ის:

"მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებამ გვაჩვენა, რომ სათამაშო დონეებს შორის სხვაობა, ელიტურ და ეგრეთ წოდებულ მეორე დვიზიონის გუნდებს შორის, ისეთების როგორიც საქართველო, რუმინეთი, კანადა, აშშ, იაპონია და სამოაა, საგრძნობლად შემცირდა.

რუმინელებმა, მხოლოდ დასკვნით 10 წუთში წააგეს შოტლანდიასთან. საქართველომ ასევე მნიშვნელვნად გაურთულა ცხოვრება იგივე შეტლანდიასა და ინგლისს. შესანიშნავად ითამაშეს კანადელებმა და იაპონელებმაც. მართალი იყო ინგლისის ნაკრების მწვრთნელი მარტინ ჯონსონი, როცა თქვა, "გიჟი უნდა იყო 2011 წლის მსოფლიოს თასზე რომელიმე გუნდი სათანადოდ არ შეაფასოო."

ზემოთქმულის დასტურად სტატისტიკაც გამოდგება. წლეულს ელიტური და განვითარებადი ქვეყნების მატჩებში ანგარიშში სხვაობა საშუალოდ 21 ქულაა. მაშინ, როცა 2003 წლის მსოფლიოს თასზე ის 45 ქულას შეადგენდა, 2007 წელს კი 41-ს.

ვფიქრობ, რომ IRB-მ საინვისტიციო პროგრამა სწორად განახორციელა. ჩვენ სერიოზული ტექნიკური დახმარება გავუწიეთ საქართველოს, რუმინეთის, რუსეთის, კანადის, აშშ-ის და წყნარი ოკეანის კუნძულების ქვეყნების რაგბის კავშირებს, რამაც სრულიად ადექვატური შედეგი მოგვცა.

მაგრამ, ამასთან ერთად ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. საჭიროა აღებულ გეზს არ გადავუხვიოთ და აღნიშნულ ქვეყნებს რაგბის კიდევ უფრო განვითარებასა და პოპულარიზაციაში შევუწყოთ ხელი."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"