ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში საფიქრალი ერთი აქვთ - რეგიონის გუნდი უმაღლეს ლიგას დაუბრუნონ
პირველ ლიგაში ექვსი ტური გაიმართა და ორივე ზონაში გურიის გუნდები კარგად თამაშობენ. ამ სეზონში ლანჩხუთის "გურიას" მიზანი უმაღლესში დაბრუნებაა და "ბ" ზონაში 14 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ საჩხერის "ჩიხურას" ორი ქულით ჩამორჩება. ოზურგეთის "მერცხალი" "ა" ზონაში 11 ქულით მესამეა, ლიდერ ბათუმის "დინამოზე" ოთხი ქულით ნაკლები აქვს, მაგრამ ერთი შეხვედრა "თადარიგში" აქვს.

ოზურგეთელი ხარიტონ ჩხატარაშვილი, ნიადაგ გურიის ფეხბურთზე მზრუნველი კაცი, "მერცხალის" დირექტორიც არის, მთავარი მწვრთნელიც და გურიის რეგიონში ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენაც ევალება, რადგან ფეხბურთის ფედერაციის ასაკობრივი ნაკრებების სელექციონერია.

მისი თქმით, წლეულს "მერცხალის" მიზანი მომავალი წარმატებებისთვის საფუძვლის ჩაყრაა: "ამ სეზონში მშვენიერი სტარტი ავიღეთ, რაც ძალიან გვაიმედებს. მაგრამ უმაღლეს ლიგაში გადასვლა ჩვენი თვითმიზანი არ არის, გუნდის შენება გეგმაზომიერი პროცესია და საამისოდ საფუძველი უნდა შევამზადოთ. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ხანგრძლივი პროცესი, რომელიც დასაწყებია ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით, საკლუბო სტრუქტურების ჩამოყალიბებითა და საფეხბურთო სკოლების მოღონიერებით. სხვაგავარად უმაღლესში გადასვლას აზრი არც აქვს.

ახლა გუნდში ბევრი 17-18 წლის ახალგაზრდაა. ახლახან ოთხი მოთამაშე დავიმატეთ: "გაგრადან" გიორგი ტყეშელაშვილი, ოღონ არა გუნდის კაპიტანი, არამედ მისი სეხნია და მოგვარე; ბათუმის "დინამოდან" ლაშა კალანდაძე, აგრეთვე ძმები ზურაბ და თემურ ვარდუაშვილები.თამამად ვიტყვი, რომ დამატებულებმა გაგვაძლიერეს.

ისიც სათქმელია, რომ ოზურგეთში გამართული მატჩების გამო ფედერაციიდან ერთი საყვედურიც არ მიგვიღია, რაც ძალიან მეამაყება. ჩვენთან გუნდიც და მაყურებელიც ღირსეულად იქცევა".

წლეულს "მერცხალი" სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსეს. ადრე ეს პრობლემა იყო და მიუხედავად იმისა, რომ დიდი თანხა არ მიუღიათ, გუნდში მაინც მადლიერები არიან. ამავე დროს, კერძო ინვესტორზეც ოცნებობენ.

"მერცხალს" დიდი დაფინანსება არ აქვს, მაგრამ წინა წლებთან შედარებაც არ შეიძლება. ეს რაიონისა და რეგიონის ხელმძღვანელების დამსახურებაა, რომელთაც ფეხბურთის აღორძინება სურთ. მათ 2011 წელს გუნდის შესანახად 150 ათასი ლარი ჩაგვირიცხეს. თანხა ხელფასებში, პრემიებში, ტრანსპორტირებასა და კვებაში იხარჯება. თუ სახელმწიფოს დახმარებას კერძო ინვესტორიც დაემატება, ეს გუნდისთვის დიდი სტიმული იქნება", - ამბობს ჩხატარაშვილი და დასძენს, რომ გურიის ფეხბურთში დაპირისპირება აღარ არსებობს.

"ლანჩხუთის "გურიას" გაძლიერება ძალიან მახარებს. გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის და, ვფიქრობ, საამისოდ წლეულს მზად არის.

ლანჩხუთელებმა სეზონი წარმატებით დაიწყეს და, იმედია, ასეც გააგრძელებენ. საბედნიეროდ, გურიის სამ რაიონს შორის დაპირისპირება აღარ არის. რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტად კახა ებრალიძის დანიშვნის შემდეგ ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის ქიშპი წარსულს ჩაბარდა და ჩვენ შორის ახლა საქმიანი, მეგობრული და ძმური ურთიერთობაა. ახლა სამივე რაიონს ერთი საფიქრალი გვაქვს - უმაღლეს ლიგას დავუბრუნოთ გურიის რეგიონის გუნდი. იმედია, ჩვენი სურვილი ახდება და "გურია" სეზონს წარმატებით დაასრულებს.

ამას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც: თუ ფეხბურთი პერიფერიებში არ განვითარდება, ქართულ ფეხბურთს არ ეშველება. ამიტომაც მახარებს "გურიას", "მერცხალისა" და სხვა ნებისმიერი გუნდის გაძლიერება. ასეთივე პროცესები მიმდინარეობს სხვა რეგიონებშიც, ბოლო დროს სახელმწიფომ ფეხბურთისკენ გამოიხედა და ეს ქვეყნის ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებზე სასიკეთოდ აისახება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უძლევი
იაო უაო იაო უაო!:) აბა ჰე და აბა ჰო! აბა თქვენ იცით გურულებო მიხედეთ ფეხბურთს. გადამწვანებულია მთელი გურია, მინდვრების დასაგებად იდეალური კლიმატური პირობები გაქვთ. ყატარში და იზრაელში, გაგანია უდაბნოში აკეთებენ ბალახის მინდვრებს და თქვენთან რაფრა ვერ უნდა გააკეთოთ? მალე გვენახოს გურია ჩემპიონთა ლიგის ფინალში! :)
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან