საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს ეროვნულ გუნდში გამოუძახებლობის გამო გული სწყდება

ნიკოლოზ გელაშვილი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" 2008 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ მუდამ გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. მოახდინა თუ არა გია გეგუჩაძის გუნდიდან წასვლამ გავლენა "ბრიუგესთან" მატჩზე და როდის წავა გუნდიდან თავად გელაშვილი - "ლელო" ნიკოლოზ გელაშვილს ესაუბრა.

- გია გეგუჩაძემ "ზესტაფონი" "ბრიუგესთან" მატჩის წინ დატოვა. იქონია ამან გავლენა შედეგზე?

- ვერ ვიტყვი, რომ იქონია. პირველი თამაში 3:3 დავასრულეთ, ასე რომ, უშუალოდ შედეგზე ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია. მცირე ფსიქოლოგიური მომენტი ნამდვილად იყო, მაგრამ არც ისეთი, გარდატეხა რომ შეეტანა თამაშში.

- "ბრიუგესთან" მსაჯთა გადაწყვეტილებები საკამათო იყო

- პირველი მატჩისას ამან მართლაც იმოქმედა, მაგრამ მეორე შეხვედრაში გვაჯობეს... თბილისში პირველივე წუთებზე ისეთი გოლი ჩათვალეს ჩვენს კარში... გასვლაზეც იგივე მოხდა, მაგრამ გამოვარდნას მსაჯს ვერ დავაბრალებთ. მოგვიგეს და გავიდნენ შემდეგ ეტაპზე.

- ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრები ტრავმებით ჩაატარე. ზედმეტად ხომ არ გარისკე?

- ტრავმები ნამდვილად მქონდა, მაგრამ გარისკვით არ გამირისკავს. ექიმები ამის შესახებ გამაფრთხილებდნენ და თამაშის უფლებას არ მომცემდნენ.

- ჩემპიონატი არასტაბილურად დაიწყეთ: ქულა "კოლხეთთან", "დინამოსთან", შემდეგ გამანადგურებელი მარცხი "დილასთან"... გუნდი გადაიღალა?

- რა თქმა უნდა, ეს ფაქტორიც არის. უფრო ადრე დავიწყეთ მოსამზადებელი პერიოდი, დიდი ხანია, ვვარჯიშობთ. "მეტალურგს" მოვუგეთ, მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ. "დილასთან" წაგება კი უფრო შემთხვევითობა იყო.

- რა შეიცვალა გუნდში გია ჭიაბრიშვილის მოსვლის შემდეგ?

- რომ გითხრათ, რაიმე ძირეულად შეიცვალა-მეთქი, ასე არ არის. ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს. ესაა და ეს.

- "ზესტაფონის" ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელი ხარ, შესაბამისად, სატრანსფერო თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო

- ჩემამდე ინფორმაცია არ მოდის, რომელი გუნდია ჩემით დაინტერესებული. მოლაპარაკებას უშუალოდ კლუბის პრეზიდენტთან აწარმოებენ. როგორც ილია კოკაია შემპირდა, თუ სათანადო გუნდი გამოჩნდა,ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გამიშვებს. შემოთავაზება რეალური უნდა იყოს.

- ჩემი ინფორმაციით, ყაზანის "რუბინი" მზადაა, შენს ტრანსფერში სოლიდური თანხა გადაიხადოს. თუ იცი, რა აფერხებს ამას?

- "რუბინზე" ვერაფერს გეტყვით, უკვე გითხარით, რომ ტრანსფერებზე უშუალოდ კლუბის პრეზიდენტთან მიდის ინფორმაცია. რომც ვიცოდე, რა აზრი აქვს? "ზესტაფონთან" კონტრაქტი მაკავშირებს და ჯერჯერობით ამ გუნდის ფეხბურთელი ვარ.

- ესპანეთში შეკრებისას ინციდენტი მოხდა - შენ და გიორგი ხიდეშელი იქიდან დაგითხოვეს. კულუარებში ამბობდნენ, რომ ეს ჩაშლილ ტრანსფერებს უკავშირდებოდა, ისიც ითქვა, რომ შენ და ხიდეშელმა იჩხუბეთ

- ტრანსფერებთან ამას კავშირი არ ჰქონია, გუნდის შიდა განაწესი დავარღვიეთ. ხიდეშელთან კი არანაირი კონფლიქტი არ მომსვლია. დისციპლინის დარღვევის გამო გამოგვიშვეს.

- ბოლო წლებია, ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ხარ, თუმცა საამისო ყოველგვარი ჯილდო გაუქმდა. გწყინს, რომ ასეა?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი პრიზები უნდა იყოს. ნებისმიერ ქვეყანაში დაწესებულია ჯილდოები საუკეთესო ფეხბურთელისთვის, თავდამსხმელისთვის და ასე შემდეგ. სამი წლის წინ ერთადერთხელ მივიღე ასეთი პრიზი, შემდეგ კი გააუქმეს, არადა, ამით ხომ ისტორია იწერება!

ფეხბურთელებს გარჯა, სიამაყე და სტიმული არ უნდა დაუკარგონ - წლეულს თუ მე გავხდი საუკეთესო, მომავალ წელს სხვა გახდება. გული მწყდება. ეს ყველაფერი აუცილებელია. ვიღაცამ ხომ უნდა გაიგოს, რომ საქართველოში საუკეთესო გახდა ესა და ეს ფეხბურთელი? მით უმეტეს, "ზესტაფონმა" წლეულს ძალიან კარგად ითამაშა და ჩვენი გუნდიდან ბევრი იმსახურებდა ჯილდოს.

- ჩემპიონატშიც და ევროსარბიელზეც საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშე, თუმცა თემურ ქეცბაიამ ნაკრებში აღარ გამოგიძახა. შენი წარუმატებელი სანაკრებო თამაში იმის ბრალიც ხომ არ არის, რომ შენს პოზიციაზე არ თამაშობდი?

- ჩემს პოზიციაზე მართლაც არ მითამაშია, იქ, სადაც "ზესტაფონში" ვთამაშობ, მაგრამ ნაკრებს როცა და სადაც დასჭირდება და რასაც მწვრთნელი გეტყვის, იქ უნდა ითამაშო. გული მწყდება, რომ ვერ გავამართლე იმ პოზიციაზე, სადაც მათამაშეს. გამოუძახებლობაზეც მწყდება გული. ყველა ფეხბურთელის მიზანი ისაა, ეროვნულ გუნდში ითამაშოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

beso
ეს და დვაალი მაგრად მომწონს და ატამაშონ ნაკრებში
Burton
gigi, ალბათ იმიტომ, რომ "ვოლგაში", "კრილია სოვეტოვში", ან "ტრაქტორში" არ თამაშობენ, თორემ ნამდვილად გამოიძახებდა, თუნდაც სეზონში ერთი გოლიც არ ჰქონოდათ გატანილი!
gigi
რატომ არ იძახებს ქეცბაია დვალს და გელაშვილს ნაკრებში?????????????? უკეთესი ვინ ყავს
Burton
თემო! გამოიძახე ეს კაცი! და თავის პოზიციაზე ათამაშე!
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა