ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფეტელის დომინირების შვიდი მიზეზი

ფეტელის დომინირების შვიდი მიზეზი

ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ეტაპია დარჩენილი, თუმცა მომდევნო კვირას, 24 წლის გერმანელი მეორე საჩემპიონო ტიტულს გაიფორმებს
წელს, ფორმულა 1-ის ეტაპების უმრავლესობა ერთნაირი სცენარით მიმდინარეობს: სებასტიან ფეტელი პოულიდან იღებს სტარტს და იგებს რბოლას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ეტაპია დარჩენილი, უკვე მომდევნო კვირას, იაპონიის გრანპრიზე 24 წლის გერმანელი მეორე საჩემპიონო ტიტულს გაიფორმებს.

გაზეთი “ბილდი” სებას ტოტალური დომინირების შვიდ მიზეზს ასახელებს.

შეცდომებზე მუშაობა

გასული წელი ჩემპიონატის ბოლო რბოლაში სებასტიანის საოცარი მოგების გარდა, იმ უსიამოვნო ინციდენტებითაც დაგვამახსოვრდა, რომელშიც გერმანელი ხშირად ხვდებოდა ხოლმე. თურქეთში ფეტელი შეეჯახა თანაგუნდელ მარკ უებერს, უნგრეთში უსაფრთხოების მანქანის უკან “ჩაეძინა”, ჯარიმა მიიღო და გამარჯვება დაკარგა, ბელგიაში კი საერთოდ მწყობრიდან გამოიყვანა ჯენსონ ბატონის ბოლიდი... სპას ტრასაზე მომხდარი იმ ინციდენტის შემდეგ “მაკლარენის” ხელმძღვანელობამ მომავალ ჩემპიონს “ბიჭი-ავარია” დაარქვა. მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ სებასტიანი უნაკლოდ მუშაობდა, ბევრი არ ჩქარობდა მის სტაბილურ პილოტად გამოცხადებას.

მაგრამ 2011 წლის სეზონის წინ სებასტიანმა შესამჩნევ პროგრესს მიაღწია, პირველ რიგში, სულელური შეცდომები აუკრძალა საკუთარ თავს. წელს ფეტელი ზუსტად მოქმედებს გასწრების დროს და არ კარგავს თავს პოზიციის შენარჩუნებისას. რა თქმა უნდა, საინტერესო თავგადასავლები გერმანელსაც ჰქონდა, მაგალითად კანადური რბოლის ბოლო წრეზე, მაგრამ, საერთო ჯამში, ის უფრო მობილიზებული და მშვიდი პილოტი გახდა, ვიდრე წინა წლებში იყო.

გარდა ამისა, სება მუშაობს კიდევ ერთი სტერეოტიპის დამსხვრევისთვის - თითქოს მან გასწრება არ იცის.

“ყველა, ვინც ამტკიცებდა, რომ ის არ არის ნამდვილი პილოტი და მხოლოდ ქულების შესაგროვებელი მანქანაა, მონცაზე ალონსოს თამამი გასწრების შემდეგ, საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. დღეს, სებასტიანი - სანიმუშო პილოტია”, - ამბობს “რედ ბულის” შეფი კრისტიან ჰორნერი, რომელიც აღნიშნავს, რომ მისი შეგირდი სულ უფრო და უფრო ძლიერი ხდება.

ფსიქოლოგია

ფეტელის სტაბილურობა, უმეტესწილად, კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უკავშირდება - პირველი ტიტულის მოგების შემდეგ ის უფრო გაიხსნა და უფრო დამაჯერებლად იგრძნო თავი.

“როცა ტიტულს მოიგებ, უკვე აღარ გრძნობ ძლიერ დაძაბულობას. ზეწოლა - ეს არ არის მხოლოდ უკან გამოდევნებული მეტოქეები. ზეწოლა ისაა, როცა გამარჯვებიკენ სწრაფვისთვის არანორმალურად მომთხოვნი ხდები საკუთარი თავის მიმართ”, - მიიჩნევს ჯენსონ ბატონი.

განსხვავებით წინა ჩემპიონატებისგან, სებასტიანს არ უწევს საკუთარი თავის “მომართვა” ყოველი ახალი რბოლის წინ - მისი უპირატესობა ჩემპიონატში მხოლოდ იზრდება, ე. ი. მღელვარების საბაბი არ არსებობს.

გუნდის მხარდაჭერა

პილოტების სულიერი კომფორტი ხშირად უკავშირდება გუნდთან ურთიერთობას. და დღეს სებასტიანს ამ მხრივ სრული იდილია აქვს, რადგან “რედ ბული” მთლიანად თავისი ლიდერის მხარეს არის. კრისტიან ჰორნერი და ჰელმუტ მარკო - ეს მხოლოდ მწვერვალია შიდაგუნდური ურთიერთობისა. ფეტელის ადამიანური თვისებები - ურთიერთობაში უშუალობა და სიცოცხლით აღსავსე ხასიათი - რბოლების დროსაც მასზე მუშაობს: მექანიკოსები მზად არიან ბოლომდე დაიხარჯონ თავიანთი პილოტისთვის.

იმის გამო, რომ ფორმულა 1-ში შტატიანი ფსიქოლოგები არ არიან, ხოლო ოჯახები ყოველთვის არ ესწრებიან ეტაპებს, სპორტსმენის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფიზიოთერაპევტი. ფინელი ტომი პიარმიაკოსკი სებასთვის - მხოლოდ დამხმარე არ არის სარბოლო უქმეების დროს - ის მეგობარიცაა. გასაკვირი არაა, რომ ასეთი ურთიერთობების გამო ფეტელი ეტაპების დროს თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

საბურავებთან მუშაობა

წელს ფეტელის წარმატებული გამოსვლების ერთ-ერთი ძირითადი ტექნიკური მიზეზი “პირელის” საბურავებთან ბრწყინვალე მუშაობაა. ზუსტად ცნობილი არ არის, რა საიდუმლობები გამოსტყუა ფეტელმა იტალიური კომპანიის ინჟინრებს ზამთარში მათ ფაბრიკაში ვიზიტის დროს, მაგრამ ის ფაქტი, რომ გერმანელი ერთადერთი პილოტია, ვინც “პირელის” ესტუმრა, ეს ჩემპიონატის სტარტის წინ მის სამუშაო განწყობაზე მეტყველებს.

2011 წელს სებასტიანის სათუთი მოპყრობა საბურავებისადმი ნამდვილ აღმოჩენად იქცა იმ ექსპერტებისთვის, რომლებსაც ფეტელი ამ საკითხში ნაკლებად გათვითცნობიერებული და კომპეტენტური ეგონათ. ამ დროს კი მისი თანაგუნდელი მარკ უებერი სეზონის დასაწყისში ძალიან გაწვალდა უკანა საბურავების ცვეთის გამო და ვერაფრით მოარგო თავისი სარბოლო სტილი ახალ ტექნიკურ პირობებს. ფეტელი კი სტაბილურად მაღალ შედეგებს აჩვენებდა და რბოლების დროს თითქმის არ ჩამოუვარდებოდა ამ საკითხებში აღიარებულ ოსტატს ჯენსონ ბატონს.

სიჩქარე

სებას კიდევ ერთ მიღწევად მიიჩნევა შესანიშნავი სისწრაფე. გერმანელს შეუძლია სწრაფად იაროს ცარიელი ან სავსე საწვავის ავზით, რბოლის ბოლოსა თუ დასაწყისში... ის არანორმალურად სწრაფია კვალიფიკაციის დროს. პრესა აღნიშნავს, რომ ფეტელს შეუძლია ყველაზე საჭირო მომენტში მანქანისგან მაქსიმუმი მიიღოს. ამის ნათელი მაგალითია საკვალიფიკაციო რბოლები - 14 ეტაპიდან 11-ში პოული სწორედ გერმანელმა პილოტმა მოიპოვა.

ტექნიკის საიმედოობა

ფეტელის სისწრაფე გასულ წლებშიც იგრძნობოდა, მაგრამ წლევანდელ სეზონამდე სებასტიანი დრო და დრო კარგავდა მოგებებს ტექნიკის კაპრიზების გამო: ხან ძრავა გამოდიოდა მწყობრიდან (ბაჰრეინი და კორეა), ხან მუხრუჭები ღალატობდა (ავსტრალია). 2011 წელს სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა: 14 სტარტიდან “რედ ბულის” ერთ-ერთი პილოტი მხოლოდ ერთხელ ვერ მივიდა ფინიშამდე - იტალიაში მარკ უებერს არ გაუმართლა.

ასე რომ, წელს ავსტრიული საჯინიბოს ბოლიდი ტანკივით საიმედოა.

ედრიან ნიუი

ლეგენდარული კონსტრუქტორი ედრიან ნიუი “რედ ბულისა” და სებასტიან ფეტელის საკეთილდღეოდ მუშაობს - სწორედ ეს არის მოქმედი ჩემპიონის წარმატებების მთავარი მიზეზი. ინგლისელმა კონსტრუქტორმა პიტერ პროდრომთან და რობ მარშალთან ერთად შექმნა ჯადოსნური მანქანის კონცეპცია, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო უკეთესო და სწრაფი ხდება.

RB07 - ნიუის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო ბოლიდია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ნებისმიერი მანქანის საჭესთან ადამიანი ზის, ხოლო წარმატების მისაღწევად მას მექანიკოსების, ინჟინრებისა და ტაქტიკოსების მთელი გუნდი ეხმარება. ასე რომ, წლევანდელ სეზონში სებასტიან ფეტელის დომინირება - ეს არის კონსტრუქტორების, პილოტისა და მთლიანად “რედ ბულის” გუნდის ბრწყინვალე მუშაობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე

ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია

ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა

"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა

ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო

"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"

უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს

"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი

U19 | საქართველო 2:2 ლატვია

ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში

ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია

საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?

"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ

"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა

"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა

"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა