ტოკიოს სუპერტურნირის ნახევარფინალში პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ ბელარუს ვიქტორია აზარენკას სამ სეტში სძლია
გუშინ, ტოკიოს სუპერტურნირზე ფინალისტები გამოვლინდნენ. პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ სამსეტიან ბრძოლაში დაამარცხა ვიქტორია აზარენკა, ვერა ზვონარევამ კი ორ სეტში მოუგო პეტრა კვიტოვას და თუ ფინალშიც გაიმარჯვებს, რეიტინგის მეორე პოზიციაზე დაბრუნდება.

კვიტოვამ და ზვონარევამ, რომლებსაც გუშინდელ მატჩამდე სეტი არ ჰქონდათ წაგებული, წელს უკვე ორჯერ მოასწრეს ერთმანეთში თამაში. ორივე შეხვედრამ იოლ ბრძოლაში ჩაიარა: მელბურნის ჰარდზე რუსმა 6:2, 6:4 მოიგო, მადრიდის გრუნტზე კი ძლიერი ჩეხი აღმოჩნდა - 6:1, 6:4.

ამ ნახევარფინალის დასაწყისში კვიტოვას სერიოზული სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, რაც ანგარიშშიც გამოიხატა. ჩეხმა ინიციატივა მოიპოვა და ძალიან ძლიერად უტევდა, საერთოდ კი დაახლოებით ისეთ სტილში თამაშობდა, როგორც წლევანდელ ტრიუმფალურ უიმბლდონზე. ზვონარევას კი პირველივე გეიმებიდან არ წაუვიდა თამაში და უამრავი შეცდომა დაუშვა. მაგრამ 4:0-ზე კვიტოვა ოდნავ მოდუნდა, ტემპს უკლო და ამან რუს ჩოგბურთელს ბრძოლაში ჩაბმის საშუალება მისცა.

თანდათან იმატა გრძელი გათამაშებების რიცხვმა, რაც რუს ჩოგბურთელს აძლევდა ხელს. თუმცა ისე ჩანდა, რომ პირველი პარტიის გადარჩენა არ მოხერხდებოდა.

ბრეიკის გაკეთების შემდეგ ზვონარევამ დაძაბულ ბრძოლაში ისევ წააგო თავისი მოწოდება და კვიტოვამ ოთხგეიმიანი უპირატესობა აღადგინა - 5:1. მაგრამ პეტრამ ორჯერ ვერ ჩააწოდა სეტზე, სამი მატჩბოლიც გაანიავა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც უკვე ფსიქოლოგიური უპირატესობა რუსის მხარეს იყო - 7:2.

მეორე სეტის დასაწყისში კვიტოვამ ზედიზედ ორ გეიმში ორმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ სიზუსტე არ ეყო ამ შანსების გამოსაყენებლად. თანაც ჩეხს მოწოდებაც აღარ ჰქონდა ისეთი ძლიერი, როგორც პირველ სეტში. საბოლოოდ, ზვონარევამ მეორე სეტი “მშრალი” ანგარიშით მოიგო და საათნახევარში მოიპოვა ფინალის საგზური.

ფინალის მეორე საგზური ვიქტორია აზარენკამ და აგნიეშკა რადვანსკამ გაითამაშეს. მათ შორის მატჩები, როგორც ყოველთვის, დაძაბული გამოდის, მაგრამ უფრო ხშირად ბელარუსი ჩოგბურთელი იმარჯვებს - ხუთი ორის წინააღმდეგ. ბელარუსმა წელსაც მოუგო პოლონელს - ინდიან უელსში მესამე წრის მატჩის მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე.

ამ მატჩმაც ბრძოლაში ჩაიარა. აზარენკა თავის სტილში მოქმედებდა - ბევრს უტევდა და შეცდომებსაც უშვებდა (“ვინერსებიც” და უნებლიე შეცდომებიც მეტოქეზე თითქმის 30-ით მეტი ჰქონდა). რადვანსკას თავისი იარაღი აქვს - მან იცის დაცვაში კარგი მოქმედება და ბურთის თამაშში დატოვება. ის კარგად ფლობს კომბინაციურ ჩოგბურთს. რა თქმა უნდა, ამ ასპექტში ბევრად ჩამორჩება კომბინაციური სტილის საუკეთესო მოთამაშეს მარტინა ჰინგისს, მაგრამ ბევრი გათამაშება მისი შესრულებით მართლაც საინტერესოდ გამოიყურება. მოკლედ, ხან რადვანსკა ახერხებდა თამაშის ტემპის დაგდებასა და კომბინაციების მოფიქრებას, ხან აზარენკას გამოსდიოდა ძლიერი მოწოდებები და დარტყმები.

პირველ და მეორე სეტებში აზარენკა სტარტზევე აკეთებდა ბრეიკს, მაგრამ შემდეგ რადვანსკა ახერხებდა ანგარიშის გათანაბრებას და წინ გასვლას. თუმცა ეს მხოლოდ პირველ პარტიაში აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის, მეორეში კი აგნიეშკამ ვერ შეინარჩუნა ორგეიმიანი უპირატესობა და 4:2 4:6-ად იქცა. მაგრამ ვიქტორიამ გადამწყვეტ პარტიაში წარმატების განვრცობა ვერ მოახერხა. დარტყმებს, რომლებიც მეორე სეტში მიზანში ხვდებოდა, ამჯერად ან ბადე ეღობებოდა ან აუტში გადადიოდა. საბოლოოდ, რადვანსკამ ორი ბრეიკი გააკეთა, რომელთა გაბათილება აზარენკამ ვერ მოახერხა - 6:3, 4:6, 6:2 რადვანსკას სასარგებლოდ.

WTA

Toray Pan Pacific Open

ტოკიო (იაპონია). ჰარდი

1/2 ფინალი

ვერა ზვონარევა (რუს, 4)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 5) 7:6(2), 6:0; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 9)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 3) 6:3, 4:6, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა