უიმბლდონის ორგანიზატორები სერიოზულად დაფიქრდნენ ლონდონის საჩოგბურთო კომპლექსში კიდევ ერთი დახურული კორტის აგებაზე
ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა სტეისი ალასტერმა განაცხადა, რომ ქალი ჩოგბურთელები მზად არიან “დიდი სლემის” ტურნირებზე ხუთსეტიანი მატჩების სათამაშოდ.

WTA-ის ხელმძღვანელის ამ განცხადების მიუხედავად, გამოკითხვაში, რომელიც მოთამაშეების შორის ჩატარდა, უმრავლესობამ დღევანდელი სამსეტიანი სისტემის შენარჩუნებას დაუჭირა მხარი.

ალასტერის სიტყვებით, ხუთსეტიანი მატჩების ფონზე, რომლებსაც “დიდ სლემზე” მამაკაცები თამაშობენ, ქალების სამსეტიანი შეხვედრები თანასწორუფლებიანობის შეზღუდვად მოსჩანს.

“ჩვენ არ ვიხდით სხვადასხვა ფასს სამი ან ორსაათიანი ფილმის საყურებლად. ქალები ისევე ბევრს ვარჯიშობენ, როგორც მამაკაცები, - ამბობს ალასტერი იაპონური პრესისთვის მიცემულ კომენტარში. - ყოველთვის ვამტკიცებდით, რომ მზად ვართ ხუთსეტიანი მატჩების სათამაშოდ, მაგრამ “დიდი სლემის” ტურნირების წარმომადგენლებმა გვიპასუხეს, რომ არ სჭირდებათ ჩვენგან ასეთი ინიციატივა”.

ამასობაში, უიმბლდონის ორგანიზატორები სერიოზულად დაფიქრდნენ ლონდონის საჩოგბურთო კომპლექსში კიდევ ერთი დახურული კორტის აგებაზე.

შეგახსენებთ, რომ უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე მოძრავი სახურავი 2009 წელს დაამონტაჟეს და ამან წელს დიდი სარგებლობა მოუტანა ტურნირს, რადგან ლონდონში იმ პერიოდში ხშირი წვიმები იყო. ინგლისის საჩოგბურთო კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრი ფილიპ ბრუკი აღიარებს, რომ ახალი იდეა "ნომერ პირველ" კორტზე მოძრავი სახურავის დაშენებაში მდგომარეობს.

წელს ორიათასიანი “ნომერ მესამე” კორტის აშენებით დასრულდა 15-წლიანი განვითარების ციკლი, ასე რომ, კლუბის ხელმძღვანელობა ახლა “ნომერ პირველ” კორტზე სახურავის აგებას აპირებს. ეს პროექტი ინგლისელებს, სავარაუდოდ, ასი მილიონი ფუნტი დაუჯდებათ.

“წვიმის დროს ეს ძალიან მოსახერხებელი იქნება, რადგან ორ კორტზე შევძლებთ თამაშების ჩატარებას, ეს კი მაყურებელს დამატებით კომფროტს შეუქმნის, - აცხადებს ბრუკი “დეილი მეილისთან” კომენტარში. -ეს პროექტი დიდ თანხებს მოითხოვს, თუმცა ეკონომიკური ფაქტორი ნაკლებად მნიშვნელოვანია, როგორც ეს ცენტრალურ კორტზე პირველი სახურავის შემთხვევაში იყო”.

ავსტრალიელი ჩოგბურთელის ელენა დოკიჩის მამამ - დამირ დოკიჩმა ისევ დაიწყო თავისი ქალიშვილის მწვრთნელობა, მაგრამ ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ უარი განუცხადა უფროს დოკიჩს WTA-ის ტურნირების აკრედიტაციაზე.

შეგახსენებთ, რომ დოკიჩს კრიმინალურიი წარსული აქვს: კერძოდ, 2009 წელს ის 15-თვიანი პატიმრობით დასაჯეს იმის გამო, რომ სერბეთში ავსტრალიის ელჩს ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. მოგვიანებით სასჯელის ვადა ერთ წლამდე ჩამოიყვანეს.

“წინა კანონდარღვევების გამო ის ვერ მიიღებს WTA-სგან აკრედიტაციას, თუმცა ცალკეული ტურნირის ორგანიზატორებს თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ - ნება დართონ თუ არა ბატონ დოკიჩს ტრიბუნებიდან ადევნოს თვალი ქალიშვილის თამაშს”, - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად