თბილისში გამართული ცხენოსნობაში მსოფლიოს თასის ეტაპის კავკასიის ლიგის პირველ დღეს ქართველებმა იყოჩაღეს
საქართველო არ არის განებივრებული მაღალი რანგის ცხენოსნური ასპარეზობების მასპინძლობით. საერთაშორისო ფედერაციამ სპორტის ამ რაინდული სახეობის შემდგომი განვითარების მიზნით მსოფლიოს თასის გათამაშების ეტაპის ლიგა შექმნა და გამოყო კვოტა. ამ ეგიდით რამდენიმე ასპარეზობა ტარდება ყოველწლიურად კავკასიაშიც - ბაქოსა და თბილისში. მონაწილეები ქულებს აგროვებენ მსოფლიოს თასის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად.

კავკასის ლიგა 2009 წლიდან ტარდება და საკმაოდ პოპულარულიც გახდა. დაბრკოლებათა გადალახვაში (კონკური) საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მხედრების ოსტატობის დონის ასამაღლებლად ეს ტურნირი ჯერჯერობით ყველაზე სოლიდურია კავკასიის რეგიონისთვის. წლეულს ეტაპს ბაქომ ხუთჯერ უმასპინძლა, თბილისმა - მეორედ.

წლევანდელ შეჯიბრებაში ერთი პოლონელი ცხენოსანი ქალიც მონაწილეობს - ალეხანდრა ლუსინა. ის თავისი მერნით არ ჩამოსულა თბილისში. ცხენები ბაქოდან ჩამოუყვანეს, მაგრამ შედეგი არც მხედარს და პოლონეთს ეთვლება და არც აზერბაიჯანს. პოლონელის სტიმული ასპარეზობა და სოლიდური საპრიზო ფონდიდან რაიმე წილის მიღებისთვის ბრძოლაა. ცხენის აზერბაიჯანელ მფლობელს კი თავისი მერნის შესაძლებლობების გამოცდაც სურს.

გუშინ შეჯიბრება დაიწყო დაბალი (120 სმ-მდე) წინაღობების გადალახვით, რაც ერთგვარი პრელუდია იყო ცხენ-მხედრებისთვის უფრო რთულ (150 სმ-მდე) კონკურში საასპარეზოდ.

დებულებით საპრიზოდ I-V ადგილები ითვლება. ქვემოთ ნახავთ, რომ მხედრებს უჯარიმოდ ან თანაბარი ჯარიმით აქვთ გავლილი დისტანცია. ამიტომ ადგილები განაწილდა იმის მიხედვით, ვინც ფინიში ნაკლებ დროში გაიარა.

წარმოგიდგენთ საპრიზო ხუთეულს.

კონკური #1. დაბალი კლასი: 1. ივანე ნორაკიძე, 2. ალეხანდრა ლუსინა (პოლონეთი), 3. ივანე ნორაკიძე (მეორე ცხენით), 4. გეორქ ოგანესიანი (სომხეთი), 5. გიორგი თოხაძე. ყველა მხედარმა შეჯიბრება უჯარიმოდ დაამთავრა.

კონკური #2. ძირითადი ცხენებით (დაბრკოლებების სიმაღლე 145 სმ-მდე): 1. შალვა გაჩეჩილაძე-0 საჯარიმო ქულა, 2. ლიხმედ მუსტაევი (აზერბაიჯანი)-4, 3. ლუსინა-4, 4. მუსაევი-4, 5. ლუსინა (მეორე ცხენით)-4. ადგილები აქაც ზემოხსენებული პრინციპით განაწილდა.

უკვე გართულებული პროგრამით შეჯიბრება დღეს გაგრძელდება და ხვალ დამთავრდება.

თორნიკე გაჩეჩილაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის