ბაქოში მიმდინარე სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატში ორი წონითი კატეგორიის სპორტსმენები გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას
ორი წლის წინათ მილანში მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველთაგან მხოლოდ კობა ფხაკაძემ მოიპოვა მედალი - მაშინ მან ზედიზედ ოთხ მეტოქეს (ლიტველ აურიმას ნაუძიუს, რუმინელ გაბრიელ პოდასკას, მაროკოელ კუატინა მაჰდის, გერმანელ ეუგენ ბერჰარდს) სძლია და ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ დომენიკო ვალენტინოსთან (იტალია) დამარცხდა და მესამე ადგილს დასჯერდა.

მაშინ კობა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. ბაქოს სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე კი იგი 64 კილოში ცდის ძალებს. გუშინ ქართველმა მოკრივემ პირველი ბარიერი გადალახა - იოლად სძლია განელ მიხაელ იოზეფ ამოო ბედიაკოს - 29:5. მეორე წრეში 2 ოქტომბერს მისი მეტოქე იქნება მასპინძელი გეიბათულა გაჯიალიევი, რომელმაც პირველ პაექრობაში ეგვიპტელი ესლა ახმედ ალ მოჰამედი დაამარცხა - 15:7.

დღეს აზერბაიჯანის დედაქალაქის რინგზე ორი წონითი კატეგორიის სპორტსმენები გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას. 2004 წლის ევრპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი ნიკოლოზ იზორია (60 კგ) 2008 წლის კონტინენტის პირველობის, ასევე, მეორეადგილოსანს უნგრელ მიკლოშ ვარგას შეხვდება. მათ შორის გამარჯვებული 3 ოქტომბერს აბდელკადერ ჩადისა (ალჟირი) და იან ჯოშ კოლინს (მავრიტანია) შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

75 კილოში წლევანდელი ევროპის პირველობის ბრინჯაოს მედალოსანი ჯაბა ხოსიტაშვილი ტაილანდელ სურია პრასადინფიმალის გაუწევს მეტოქეობას. წარმატების შემთხვევაში, ქართველ მოკრივეს, შესაძლოა, თურქეთის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მასპინძელ ადემ კილიჩთან (2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს და 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი) მარცხისთვის რევანშის შანსი მიეცეს მე-2 წრეში, თუკი კილიჩი სტარტზე გერმანელ შტეფან ჰარტელს აჯობებს.

კვირას, 2 ოქტომბერს, მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-2 წრის შეხვედრები დაიწყება. ქართველთაგან სევერიან ჭილაძე (52 კგ) წლევანდელ ევროპის ჩემპიონ ენდრიუ სელბის (უელსი) შეხვდება, კობა ფხაკაძე (64)-გეიბათულა გაჯიალიევს (აზერბაიჯანი), ზაალ კვაჭატაძე (69)-ონდა სიფალს (თურქეთი), ლევან გულედანი (81)-მარკუს ბრაუნს (აშშ), მიხეილ ბახტიძე (+91)-ფილიპ ჰრგოვიჩს (ხორვატია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს