სლოვენიაში მოჭადრაკეთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე გუშინ მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა
სლოვენიაში მოჭადრაკეთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე გუშინ მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა. ქალებში 8-8 ქულით სამი გუნდი მეწინავეობდა. მათგან კრასნოტურინსკის AVS-მა ერევნის "მიკა" 3:1 დაამარცხა: ანტოანეტა სტეფანოვა-ელინა დანიელიანი 1:0, ჰარიკა დრონავალი-კატერინა ლახნო 0,5:0,5, ვიქტორი ჩმილიტე-ჟუ ჩენი 1:0, ლილით მკრტიჩიანი-ნატალია პოგონინა 0,5:0,5.

რუმინეთის "ტიმიშოარას" და მოსკოვის გუნდის შეხვედრა 2,5:1,5 დამთავრდა: ნანა ძაგნიძე-ალექსანდრა კოსტენიუკი 0,5:0,5, ვალენტინა გუნინა-ანა ზატონსკიხი 0,5:0,5, ლელა ჯავახიშვილი-ოლგა გირია 1:0, ალინა კაშლინსკაია-ქრისტინა-ადელა ფოიშორი 0,5:0,5. რუმინელებს გამარჯვების ქულა ჯავახიშვილმა მოუტანა.

ექვსი ტურის შემდეგ 10-10 ქულით ავს (საერთო მონაგარი 16 ქულა) და "ტიმიშოარა" (16) მეწინავეობენ. 8 ქულით მესამე ადგილზეა "მიკა" (15). ოთხ გუნდს 7-7 ქულა აქვს. სატურნირო ცხრილიდან ჩანს, რომ ლიდერებმა მედლები გაინაღდეს, ოღონდ ვის რომელი სინჯის ჯილდო შეხვდება, ამას დღევანდელი ბოლო ტური გამოავლენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო