მერაბ ჟორდანიას მიერ "ვიტესის" ყიდვამ ჰოლანდიაში არნემული კლუბის ახალი მეპატრონისადმი დიდი ინტერესი გამოიწვია და, აბა, ვის დაუკავშირდებოდა ინფორმაციის მოსაპოვებლად ადგილობრივი გამოცემა AD Sportwereld, თუ არა შოთა არველაძეს.

მერაბ ჟორდანიას მიერ "ვიტესის" ყიდვამ ჰოლანდიაში არნემული კლუბის ახალი მეპატრონისადმი დიდი ინტერესი გამოიწვია და, აბა, ვის დაუკავშირდებოდა ინფორმაციის მოსაპოვებლად ადგილობრივი გამოცემა AD Sportwereld, თუ არა შოთა არველაძეს.

"ჟორდანია ჭკვიანი კაცია, რომელმაც ქართული ფეხბურთისთვის ბევრი გააკეთა. როცა თბილისის "დინამოში" ვთამაშობდი, მერაბი კლუბის პრეზიდენტი იყო და ყველაფერს აკეთებდა, რათა ფეხბურთელებს ამბიციების რეალიზებაში დახმარებოდა. მისი ძალისხმევის დამსახურებაა, რომ საკუთარი ძალების ვირწმუნეთ და ევროპულ კლუბებში წარმატებით ავთამაშდით, ჰოლანდიური "აიაქსი" იქნებოდა ეს, თუ ინგლისის პრემიერლიგა.

თუ რა ბიზნესი აქვს ჟორდანიას, უმჯობესია თავად მერაბს ჰკითხოთ, თუმცა ის კი ფაქტია, რომ ის წარმატებული ბიზნესმენია. ყოველ შემთხვევაში, "ვიტესის" შესაძენი ფული მას უეჭველად ექნებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში გარიგება არც შედგებოდა. რა ჩემი საქმეა, საიდან აქვს ამდენი ფული?! არც მიკითხავს.

მას მთელ მსოფლიოში საუცხოო კავშირები აქვს. უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინიც კი მისი ახლო მეგობარია. ამის გარდა, ჟორდანიას თურქეთის და რუსეთის საფეხბურთო წრეებშიც აქვს კარგი კავშირები. რაც შეეხება რომან აბრამოვიჩთან მის კონტაქტებს, მხოლოდ ის ვიცი, რომ ისინი მეგობრები არიან. მერაბი ურთიერთობაში ძალზე სასიამოვნო პიროვნებაა", - ციტირებს შოთა არველაძეს AD Sportwereld.

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა