ბაქოში მიმდინარე მოკრივეთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე გასული უქმეები ქართველი სპორტსმენებისთვის მაინცდამაინც სახარბიელო ვერ გამოდგა
ბაქოში მოკრივეთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე გასული უქმეები ჩვენებურთათვის მაინცდამაინც სახარბიელო ვერ გამოდგა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი და პეკინის ოლიმპიადის მონაწილე ნიკოლოზ იზორია პირველსავე წრეში დამარცხდა უნგრელ მიკლოშ ვარგასთან (11:16), რომელიც 2008 წლის კონტინენტის პირველობის მეორე პრიზიორია.

ევროპის ჩემპიონატის წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანი ჯაბა კვაჭატაძე (75 კგ) ტაილანდელ სურია პრასადინფომალს დაუპირისპირდა. ჩვენებურმა აშკარად დაჯაბნა მეტოქე და საბოლოოდ 23:11 აჯობა.

გუშინ ხუთმა ქართველმა მეორე წრის პაექრობები გამართა: 52 კილოში უელსელმა ენდრიუ სელბიმ, რომელიც წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და პრიზიორია, სევერიან ჭილაძეს 28:16 მოუგო და ასპარეზობის მესამე წრეში გავიდა. 81 კილოში ლევან გულედანმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია ამერიკელ მარკუს ბრაუნს და ორთაბრძოლა 6:10 დათმო.

საკმაოდ ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 პრიზიორ კობა ფხაკაიძისა (64) და მასპინძელ გეიბათულა გაჯიალიევის პაექრობისას, მაგრამ...

- ორთაბრძოლის ერთ-ერთ მომენტში გაჯიალიევმა კობას სახეში თავი ჩაარტყა, რის გამო ქართველი მოკრივე რინგზე გაიშოტა, - გვითხრა საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ახალკაცმა, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში ესწრება ჩემპიონატს, - თუკი ფხაკაძე რეფერის 10 დათვლამდე ბრძოლის გაგრძელებას ვერ შეძლებდა, აზერბაიჯანელს დისკვალიფიკაციას მისცემდნენ და შეჯიბრებიდან მოხსნიდნენ.

კობამ მეტოქის არასპორტულ საქციელს კაცობით უპასუხა - ძალ-ღონე მოიკრიბა და მე-8 დათვლაზე წამოდგა. მთელი დარბაზი მას ოვაციებით შეხვდა. ფხაკაძემ პაექრობა განაგრძო, მაგრამ საბოლოოდ 15:18 დამარცხდა და მედლისკენ მიმავალ გზას ჩამოშორდა. არადა, სწორედ მისგან ველოდით ჯილდოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა