შაბათს იტალიაში სუპერთასის მატჩი გაიმართა, რომელშიც მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ" ჩემპიონ "მონტეპასკის" დაუპირისპირდა
შაბათს იტალიაში სუპერთასის მატჩი გაიმართა, რომელშიც მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ" ჩემპიონ "მონტეპასკის" დაუპირისპირდა. ვიდრე ამ შეხვედრასა და მასში მანუჩარის მონაპოვარზე ვიტყოდეთ, ერთ საინტერესო ამბავს გავიხსენებთ.

2003 წელს იტალიის სუპერთასისთვის ერთმანეთის წინაშე წარსდგნენ "კანტუ" და "ბენეტონი". მატჩი ამ უკანასკნელის მოედანზე, ტრევიზოში გაიმართა.

მკითხველს მოეხსენება, რომ 2003-ში მარკოიშვილი არა "კანტუს", არამედ ფავორიტი "ბენეტონის" ღირსებას იცავდა. სუპერთასის მატჩის მეორე დილას შეხვედრის ანგარიში ინტერნეტში ვნახე, იმდენად დარწმუნებული ვიყავი ბენეტონელთა გამარჯვებაში, რომ ანგარიშს დავხედე, გუნდების თანმიმდევრობას არა და მეგონა, მეტი ქულა "ბენეტონისა" იყო (85:79). დავურეკე მანუჩარს და სუპერთასის მოგება მივულოცე. გაუკვირდა, ეგონა ვეხუმრებოდი.

- დიდი მადლობა, მაგრამ რომ არ მომიგიაო?! - თურმე, "ბენეტონს" "კანტუსთან" 79:85 წაეგო.

თითოეულ ქართველ გულშემატკივარს სურდა, იტალიის 2011 წლის სუპერთასიც კანტუელებს მოეგოთ, რადგან წლეულს "კანტუს" ღირსებას მანუჩარი იცავს. ისინი ამჯერედაც ფავორიტებს ("მონტეპასკი") ხვდებოდნენ.

თავიდან ყველაფერი კარგად წარიმართა: მარკოიშვილის თანაგუნდელებმა "მონტეპასკის" პირველი პერიოდი 15:12 მოუგეს, ხოლო დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ (32:24). კანტუელები სახელოვან მეტოქეს მეოთხე რაუნდის წინაც უსწრებდნენ, მაგრამ ბოლო წუთებზე შედარებით გამოცდილმა სიენელებმა მაინც თავისი გაიტანეს და 73:70 გაიმარჯვეს. "მონტეპასკის" გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი მაკედონიის ნაკრების ამერიკელმა ბო მაკალებმა ითამაშა.

მანუჩარ მარკოიშვილმა სუპერთასზე 12 წუთი ითამაშა, 8 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. მან 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი არ უსვრია. "კანტუში" ქულები 10 კალათბურთელზე გადანაწილდა. მატჩის ბომბარდირი კი "მონტეპასკის" ლიტველი მეფარე კშიშტოფ ლავრინოვიჩი გახდა, რომელმაც 24 წუთში 25 ქულა ჩააგდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად