ქართველი ჩოგბურთელი ლას ვეგასის საერთაშორისო ტურნირში მეოთხედფინალში რეგინა კულიკოვას გადაეყარა
21 წლის ანა ტატიშვილი (89), რომელიც მე-2 ნომრად იყო განთესილი ლას ვეგასის საერთაშორისო ტურნირში (50 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გადაეყარა 22 წლის რუსს, რეგინა კულიკოვას (143).

ჩოგბურთელთან, რომელთანაც გასულ კვირას, ალბუკერკის 75-ათასიანი ტურნირის ფინალში დამარცხდა, შურისძიება ვერ გამოუვიდა, კვლავ რუსმა იყოჩაღა - 6:3, 7:5. ჩვენებურმა ლას ვეგასში შარშანდელი მიღწევა გაიმეორა, ამიტომაც დღევანდელ რეიტინგში მის წინსვლას არ უნდა ველოდოთ. ორშაბათიდან კანზას სიტის საერთაშორისო ტურნირი (50 ათასი დოლარი) იწყება, თუმცა ტატიშვილმა იქ მონაწილეობაზე უარი თქვა.

ანტალიაში დაიწყო "ფიუჩერსის" სერიის ტურნირი, რომლის ძირითად ბადეში გაღწევას 18 წლის გიორგი ცივაძე (1248) ცდილობს. პირველ წრეში მან რუს ანტონ მანეგინს მოუგო - 6:2, 6:1. მეორეში კი მე-13 ნომრად განთესილ უზბეკ ანდრეი ბოლდარევს (1084) ეთამაშება.

ახალგაზრდულ სარბიელზე წარმატებას მიაღწია 16 წლის მიხეილ ხმიადაშვილმა (მსოფლიოს 373-ე ჩოგანი 18 წლამდელ ჩოგბურთელთა შორის). მან თურქმენეთში მე-5 კატეგორიის ტურნირის ფინალში გააღწია, სადაც რუს სერგეი დაროჟკინს ეთამაშება.

ვფიქრობთ, ღირს დავაკვირდეთ ამ ბიჭის თამაშს - მაისიდან მოყოლებული ხმიადაშვილს არ წაუგია ტურნირების პირველ ორ წრეში. სომხეთში მოიგო ორი ტურნირი (პრეზიდენტის თასი და ორენჯ კაპი), ირანული ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, თურქეთსა და თურქმენეთში მეოთხედფინალებში დამარცხდა და აი, ისევ თურქმენეთში ყოჩაღობს. ვაჟთა ჩოგბურთში კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს და იმედია, ახალი თაობა მაინც გაამართლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად