ფოთის "კოლხეთმა" ლანჩხუთის არენა უკვე მეორედ დასცადა ცუდად - წინა ტურში "დილასთან" 0:1 მარცხის შემდეგ "მერანთანაც" იმავე ანგარიშით დამარცხდა
02.10.2011 ლანჩხუთი. ე. შევარდნაძე. 300 მაყურებელი

კოლხეთი-მერანი 0:1

0:1 ე. გრიგალაშვილი (67. სამადაშვილის პასით)

კოლხეთი მერანი

4-3-2-1 4-5-1

ბობღიაშვილი შეროზია

კილასონია კაკუშაძე

ინწკირველი ჟვანია

შავგულიძე იობაშვილი

ლემონჯავა სუხიაშვილი

გოგონაია დიდავა

გვალია მემარნიშვილი

პ. დათუნაიშვილი ამბროლაძე

ზ. ჯანაშია ჩალაძე

მდივნიშვილი ე. გრიგალაშვილი

ქებაძე მუნინი

მწვრთნელი მწვრთნელი

ს. ფილია ა. ჩხაბერიძე

კოლხეთი

34. გოგონაია-ლომაშვილი

68. პ. დათუნაიშვილი-წიქარიშვილი

78. ლემონჯავა-ციცხვაია

სათადარიგოები: ნადირაშვილი, ცხვიტარია, ცხადაია, გულუა

მერანი

57. ამბროლაძე-სამადაშვილი

66. ჩალაძე-მანწკავა

90+2. მუნინი-ჭაფოძე

სათადარიგოები: შენგელია, იატროჰი, თ. შალიკაშვილი, ტორაძე

გაფრთხილება: იობაშვილი (25), მუნინი (41), გვალია (58), კილასონია (82), ჟვანია (90)

არბიტრი: ლ. კვარაცხელია (ზუგდიდი)

გუშინდელი შეხვედრა "ევგრაფი შევარდნაძეზე" ისტორიაში შევა, როგორც გურიაში გამართული პირველი მეგრული დერბი! კოლხებმა ლანჩხუთის არენა უკვე მეორედ დასცადეს ცუდად - წინა მატჩიც ("დილასთან") 0:1 დათმეს.

როგორც ჩანს, ფოთელებს ნეიტრალური მოედნის კომპლექსი შეეყარათ - წაგებას ვინ ჩივის, გუნდი სანახაობრივ ფეხბურთსაც ვერ თამაშობს. წინა ლანჩხუთური შეხვედრისგან განსხვავებით, ერთი უპირატესობა ის იყო, რომ ამჯერად გაშვებული გოლის შემდეგ მაინც გააქტიურდნენ და რამდენიმე ხიფათიც შექმნეს მარტვილელთა კართან, თუმცა მატჩის გადარჩენა ვერც ამჯერად მოახერხეს.

მართალია, გულშემატკივრები არც "მერანის" თამაშს გაუკვირვებია და ისიც უნდა ითქვას, რომ "კოლხეთი" თითქმის მთელი მატჩი ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას, მაგრამ მარტვილელების თამაშმა გურულ ქომაგებში მეტი სიმპათია დაიმსახურა. პირველ ტაიმში აშკარა საგოლე მომენტი არც შექმნილა, ერთადერთხელ თუ შეიძლებოდა ანგარიშის გახსნა და მაშინაც ეს მარტვილელებს შეეძლოთ. მათ ეს მაინც მოახერხეს მეორე ტაიმში - შეცვლაზე შესულმა სამადაშვილმა კოლხთა დაცვა გააბითურა, საჯარიმოში გრიგალივით შეჭრილ ელგუჯა გრიგალაშვილს უპასა და მანაც მინდია ბობღიაშვილი უშანსოდ დატოვა - 1:0. კოლხები ლაინსმენს თამაშგარეს დაფიქსირებას სთხოვდნენ, მაგრამ ამაოდ.

ამის შემდეგ "კოლხეთმა" შეტევა კი გააძლიერა, მაგრამ "მერანის" კართან ხიფათებისა რა გითხრათ და, მეტოქემ რამდენჯერმე კინაღამ კონტრშეტევაზე გამოიჭირა. გამოცდილმა სოსო ფილიამ შეცვლებითაც სცადა ვითარების შეცვლა, მაგრამ მერანელები ბოლო წუთებამდე თავს საიმედოდ იცავდნენ.

მატჩის დამატებულ პირველ წუთზე კი მარტვილელთა მცველმა საჯარიმოში ხელით ითამაშა, თუმცა ამ ეპიზოდს არბიტრი კარგად ვერ ხედავდა, თანაც, ლევან კვარაცხელია და კომპანია გადამცემმა მოწყობილობამაც დააღალატა, რის გამოც ლაინსმენის "შეტყობინება" გვიან მიიღო და პენალტის ნიშნულისკენ ხელი ნაგვიანევად ამიტომ გაიშვირა. "კოლხეთს" მატჩის გადარჩენის შანსი მიეცა.

ბოლოს მერანელები ისე აირივნენ, რომ ფოთელებს იქნებ ერთ წუთში მატჩის ბედი მოგებისკენაც კი შემოეტრიალებინათ, მაგრამ ბოლო დამატებულ წუთზე "მერანის" კარი კიდევ ორჯერ გადარჩა, 11-მეტრიანის შემთხვევაში მარტვილელები ამას ფორტუნაზე მეტად თავიანთ მეკარეს უნდა უმადლოდნენ - ლაშა ქებაძის დარტყმული ბურთი სწორედ მეკარის ხელიდან მოხვდა ძელს, იქიდან გადმოვარდნილს ქებაძემ ამჯერად თავით დაჰკრა, მაგრამ პენალტზე უფრო უხეიროდ და ჯონი შეროზიას მატჩის გმირად ქცევის შანსი მისცა - კოლხ მობურთალს პენალტზე უკეთესი სიტუაციიდან გატანა კი მართებდა, მაგრამ არც მერანელთა კიპერის შესაშური რეაქცია უნდა დავივიწყოთ.

აქვე გეტყვით, რომ "კოლხეთისთვის" ჯონი შეროზია ბოლო წლებში პირველად არ გახდა გადაულახავი ზღუდე - ორი წლის წინ "მერანის" მეკარემ "ფაზისზე" გამართულ სათასო მეოთხედფინალში სასწაულები აკეთა, გადამწყვეტ მომენტში პენალტიც (მაშინაც ბოლო წუთებზე) მოიგერია და თავისიანები კლუბის, ხოლო პირველლიგელი კლუბი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ნახევარფინალში პირველად გაიყვანა.

მამუკა ქანთარია ლანჩხუთიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა