მე-7 ტურში რუსთავის "მეტალურგმა" "ზესტაფონთან" სტუმრად 0:2 წააგო, რაც რამდენიმე რუსთაველ ფეხბურთელს ფინანსურ სანქციად დაუჯდა
მე-7 ტურში რუსთავის "მეტალურგმა" "ზესტაფონთან" სტუმრად 0:2 წააგო, რაც რამდენიმე რუსთაველ ფეხბურთელს ფინანსურ სანქციად დაუჯდა.

როგორც "ლელოსთვის" გახდა ცნობილი, შედეგით უკმაყოფილო "მეტალურგის" ხელმძღვანელობამ ალექსანდრე კვახაძე, რევაზ გეწაძე, გიორგი ჭედია და გიორგი მიქაბერიძე ხელფასის 20 პროცენტის დაქვითვით დააჯარიმა.

ინფორმაციის კომენტარი "მეტალურგის" გენერალურ დირექტორს ბუბა ტყავაძეს ვთხოვეთ:

"კონკრეტულად ამ ამბავთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, განა იმიტომ, რომ ფაქტის დამალვა მსურს, უბრალოდ, ეს გუნდის შიდა სამზარეულოა და არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. გუნდში უკვე ითქვა, რაც სათქმელი იყო და ფეხბურთელებმა გაიგეს, რასაც ვითხოვთ მათგან. იქნება როგორც წახალისება, ისე საჯარიმო სანქციები", - გვითხრა ტყავაძემ.

ფაქტია, რომ ამ სანქციების შემდეგ რუსთაველებმა გაცილებით კარგად და სანახაობრივად ითამაშეს გორის "დილასთან", ვიდრე "ზესტაფონთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა