დღეიდან მუნდიალის ყველაზე საინტერესო მონაკვეთი იწყება და თუკი აქამდე ვინმე მსოფლიოს ჩემპიონატის სანახაობრივი მხარით უკმაყოფილო იყო, შეუძლია, ახლა ჰქონდეს უკეთესი ფეხბურთის ხილვის იმედი. დაჟინებით ვერ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც ურუგვაელთა და სამხრეთკორეელთა დაპირისპირება გამოვა დაუვიწყარი, მაგრამ შეუძლებელია, მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში უხარისხო ფეხბურთი ვნახოთ...

მერვედფინალი

ურუგვაი-სამხ. კორეა

25.06. პორტ ელიზაბეთი. ნელსონ მანდელა ბეი. 18:00

სავარაუდო შემადგენლობები

ურუგვაი: მუსლერა - მ. პერეირა, ლუგანო, ვიქტორინო, ფუსილე - პერესი, რიოსი, ა. პერეირა - ფორლანი, კავანი, სუარესი.

სამხ. კორეა: სუნ-რიონ იუნი - ჩა-დუნ რი, იონ-ჰიუონ ჩო, იუნ-სუ ლი, იან-პიო ლი - იუნ-ვუ კიმი, სუნ-იონ კი, ჩუნ-იონ ლი, ჟი-სუნ პარკი - კი-ჰუნ იეომი, ჩუ-იან პარკი.

არბიტრი: ვ. შტარკი (გერმანია)

დღეიდან მუნდიალის ყველაზე საინტერესო მონაკვეთი იწყება და თუკი აქამდე ვინმე მსოფლიოს ჩემპიონატის სანახაობრივი მხარით უკმაყოფილო იყო, შეუძლია, ახლა ჰქონდეს უკეთესი ფეხბურთის ხილვის იმედი. დაჟინებით ვერ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც ურუგვაელთა და სამხრეთკორეელთა დაპირისპირება გამოვა დაუვიწყარი, მაგრამ შეუძლებელია, მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში უხარისხო ფეხბურთი ვნახოთ.

ორივე გუნდმა მერვედფინალს დამაჯერებლად უწია, მაგრამ ეს უპრველესად, სამხრეთამერიკელებზე ითქმის, რომლებიც თამაშის ხარისხს მატჩიდან მატჩამდე აუმჯობესებდნენ და თუ ასე გააგრძელეს, ჯგუფიდან გასვლაზე გაცილებით მეტსაც მიაღწევენ. მით უფრო, რომ ურუგვაელებს მეტისმეტად ხელსაყრელი სატურნირო ბადე შეხვდათ - თუ აზიური ბარიერი გადალახეს, მეოთხედფინალში აშშ-განას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

აუცილებლად უნდა შევაქოთ სამხრეთკორეელებიც, რომლებმაც ასევე დამსახურებულად გააღწიეს ფლეი ოფში. მართალია, აზიელებს ურუგვაელთა დარი ლაღი და შთამბეჭდავი სანახაობა არ დაუდგამთ, მაგრამ დაამტკიცეს, რომ თანამედროვე ფეხბურთის მოთამაშე, ყველა რგოლში ძლიერად და თანაბრად დაბალანსებული გუნდი ჰყავთ და აქედან გამომდინარე, არც დღეს იქნებიან უშანსოდ.

წყვილის ფავორიტი ურუგვაია, მაგრამ სამხრეთაფრიკულ მუნდიალზე უკვე იმდენი სენსაცია მოხდა, რომ დღეს არც ერთი შედეგი არ უნდა გაგვიკვირდეს. ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკა ურუგვაელთა წისქვილზე ასხამს წყალს. ისინი სამხრეთკორეელებს ხუთჯერ შეხვედრიან და აქედან ოთხი მატჩი მოიგეს, ერთი კი ფრედ დაასრულეს.

ორივე გუნდი მერვედფინალურ შეხვედრას საუკეთესო შემადგენლობით ხვდება. ურუგვაისაც და სამხრეთ კორეასაც ყველა მოთამაშე მწყობრში ჰყავთ და არც დისკვალიფიკაცია მიუღია ვინმეს. აზიელებმა განვლილი მატჩები თითქმის უცვლელი სასტარტო შემადგენლობით ჩაატარეს, მინიმალური ცვლილებები ხდებოდა ხოლმე სამხრეთამერიკელთა რიგებშიც. ურუგვაის ნაკრების თავკაცმა ოსტარ ტაბარესმა ჯგუფური ეტაპის მეორე ტურიდან მოყოლებული, სამი გამოკვეთილი თავდამსხმელით დაიწყო თამაში და ფორლანი-კავანი-სუარესის ტრიომ იმედები სრულად გაუმართლა.

“ურუგვაის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლას ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ეს არის ძალიან ძლიერი და ტექნიკური გუნდი, რომელთან ბრძოლაც ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ უშანსოდ სულაც არ ვართ. სამხრეთ კორეის ნაკრებსაც აქვს ის თვისებები, რომელთა წყალობითაც კიდევ შეგვიძლია ერთი ეტაპის გადალახვა”, - ამბობს სამხრეთ კორეის ნაკრების ლიდერი ჟი-სუნ პარკი.

მეტოქის მიმართ საქებარი სიტყვები არც ტაბარესმა დაიშურა: “ურუგვაის ნაკრებმა უკვე დაძლია რთული ჯგუფი, ახლა კი უწინდელებზე არანაკლებ ძლიერ მოწინააღმდეგეს დაუპირისპირდება. დიდი ხანია, ურუგვაის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატებზე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევია და ჩემს გუნდს ამ ნავსის გატეხვის ყველანაირი პოტენციალი აქვს”.

ლევან ჯანეზაშვილი

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო