კვირას "ჰამბურგმა" საკუთარ მოედანზე "შალკესთან" 1:2 წააგო, რის შემდეგაც კლუბის ბოსმა ახალი მწვრთნელის დანიშვნა საბოლოოდ გადაწყვიტა
"ჰამბურგის" სპორტული დირექტორი ფრანკ არნესენი შაბათ-კვირამდე სერიოზულად ფიქრობდა იმაზე, რომ დროებითი მწვრთნელი როდოლფო ესტებან კარდოსო თანამდებობაზე დიდი ხნით დაეტოვებინა, მაგრამ კვირას ჩრდილოგერმანულმა კლუბმა საკუთარ მოედანზე "შალკესთან" 1:2 წააგო, რის შემდეგაც "ჰამბურგის" ბოსმა ახალი მწვრთნელის დანიშვნა საბოლოოდ გადაწყვიტა.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, არნესენი ახალ სპეციალისტს უახლოეს მომავალში წარადგენს. ფაქტია, რომ ბუნდესლიგის მომდევნო ტურს (16 ოქტომბერს) HშV ახალი დამრიგებლით შეხვდება. "ბევრი დრო ნამდვილად არ გაქვს. თუ სწრაფად არ ვიმოქმედეთ, გუნდს კრიზისი გაუგრძელდება და გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ერთი სიტყვით, მომდევნო ტურისთვის ახალი დამრიგებელი უნდა გვყავდეს - მწვრთნელი, რომელსაც არა მარტო ლიცენზია, არამედ გამოცდილებაც ექნება," - უთხრა არნესენმა "სქაის".

შეგახსენებთ, რომ კარდოსოს, რომელიც "ჰამბურგს" ორი კვირაა ავარჯიშებს, სამწვრთნელო ლიცენზია არ აქვს.

აბდელაუ არ იყიდება!

კვირას, "ჰანოვერმა" "ვერდერს" 3:2 მოუგო და "წითლებიდან" სამივე გოლი ნორვეგიელმა თავდამსხმელმა მოჰამედ აბდელაუმ გაიტანა. ამ უკანასკნელს "ჰანოვერთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული და წესით, ქვემოსაქსონიელები მისი დაკარგვის საშიშროებაზე არ უნდა ნერვიულობდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ანერვიულდნენ და აბდელაუსთვის ახლავე ახალი კონტრაქტის გაფორმება სურთ.

"ჩვენი მიზანი ახლა მომოსთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაა. აბდელაუმ ბოლო დროს უდიდესი პროგრესი განიცადა და სულაც არ გამიკვირდება, იანვარში გრანდებმა თვალი რომ დაადგან, რაც ჩვენ არ გვაწყობს," - ეს "ჰანოვერის" შეფის, მარტინ კინდის სიტყვებია.

ჯერჯერობით უცნობია, რას ფიქრობს წარმოშობით მაროკოელი გოლეადორი "ჰანოვერთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე. ფაქტი ისაა, რომ ამ ეტაპზე მისი გადაბირება არავის სურს და 25 წლის ფორვარდი ჰანოვერული ყოფით კმაყოფილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა