ლიგა 1. IX ტური. გამოხმაურებ: ხავიერ პასტორემ მორიგი აღიარება მოიპოვა, პსჟ-მა "ლიონს" შანსი არ დაუტოვა
ტურის მატჩი

ამ შემთხვევაში ორი აზრი არ არსებობს, პსჟ-ისა და "ლიონის" დაპირისპირებას ტურში კონკურენტი არც შეიძლებოდა ჰყოლოდა. მით უფრო, რომ მატჩს მთელი საფრანგეთი მოუთმენლად ელოდა.

წარუმატებელი 1-ლი ტურის შემდეგ ორივე გუნდი დიდებულად ათამაშდა და 8 ტურის შემდეგ სწორედ ისინი იყოფდნენ პირველ-მეორე ადგილებს ცხრილში. შეხვედრას ბევრი შეკითვისთვის შეეძლო პასუხის გაცემა და ეს ასეც მოხდა. ანტუან კომბუარეს გუნდმა დაამტკიცა, რომ ის მართლა ძალიან ძლიერია. მან "ლიონი" ისე დაამარცხა, რომ პრაქტიკულად შანსი არ დაუტოვა. თამაშის შემდეგ ლიონელები დაღონებულები იყვნენ, თუმცა იხტიბარს მაინც არ იტეხდნენ. მიშელ ბასტოსის თქმით, პარიზული მარცხი კატასტროფა სულაც არ არის. "მოხდა ის, რაც ძალიან არ გვინდოდა, რომ ჩვენს თავს მომხდარიყო.

სამომავლოდ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მალე მოვახერხებთ წელში გამართვას. ეს ჯერ კიდევ არ არის ჩემპიონატის დასასრული. ოქროს მედლებამდე გზა ჯერ კიდევ დიდია. კარგია, რომ რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა. წაგების მიუხედავად, აშკარაა, რომ "ლიონი" სწორი მიმართულებით მიდის. მეტოქეს რაც შეეხება, უნდა ითქვას, რომ დიდებულად ითამაშა და მოგებაც ალალად დაიმსახურა," - განუცხადა "ფრანს ფუტბოლს" მიშელ ბასტოსმა.

ტურის გმირი

ხავიერ პასტორემ მორიგი აღიარება მოიპოვა. აშკარაა, რომ 22 წლის არგენტინელი ნელ-ნელა პოულობს საკუთარ თავს საფრანგეთის ჩემპიონატში და მის წინააღმდეგ თამაში მეტოქეებს უფრო და უფრო უჭირთ.

"ლიონთან" შეხვედრაში მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი კლასი, როცა პარიზელთა შეტევების სული და გული იყო. ის შეტევებსაც იწყებდა და ამთავრებდა კიდეც.

მართალია მას უგო ლორისი დიდხანს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ არგენტინელმა თავისი მაინც გაიტანა და 5 ბურთით, კევინ გამეიროსთან ერთად, გუნდის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსს იყოფს. ამ მაჩვენებლით მას მთელ ჩემპიონატში ორადორი კაცი უსწრებს - ბაფეტიმბი გომისი (ლიონი) და ალენ ტრაორე (ოსერი).

ტურის მოვლენები

საინტერესოდ განვითარდა მოვლენები "ბორდოსა" და "მონპელიეს" მატჩში. ჟირონდელები 25-ე წუთისთვის 1:0-ს იგებდნენ, როცა მსაჯმა გამოცდილი მარკ პლანიუ მინდვრიდან მიაბრძანა. ამის მიუხედავად ისინი არ გატყდნენ და მეორე ტაიმის დებიუტში მეორე გოლიც გაიტანეს.

არაფერი შეცვლილა იქამდე, ვიდრე მე-80 წუთზე მსაჯმა მაპუ იანგა-მბივაც ნაადრევად არ გაუშვა გასახდელში. "მონპელიე" რიცხობრივ უპირატესობას ვერ იყენებდა და როცა შემადგენლობები გათანაბრდა, რაღა უნდა გააწყოსო, შეიძლება იფიქრა გულშემატკივარმა, მაგრამ რენე ჟირარის გუნდმა სწორედ ამ დროს მოიქნია კუდი. 88-ე წუთზე ჯერ იუნეს ბელჰანდამ, 90-ე კი ვიტორინო ილტონმა "ბორდოს" კარი თითოჯერ აიღეს და ანგარიში გაათანაბრეს.

სენსაცია თუ არა, მოულოდნელობა მაინც შეიძლება ვუწოდოთ "სოშოს" მიერ "ტულუზის" განადგურებას. მეჰმედ ბაზდარევიჩის მიერ დამოძღვრილმა მასპინძლებმა იქამდე ლიგა 1-ის ცხრილში მე-3 ადგილზე წამოსკუპებული გუნდი მიწას გააკრეს.

უკვე აღარავის უკვირს ჩემპიონატში "მარსელის" წარუმატებლობები. სეზონის დაწყებამდე ჩემპიონობის მაძიებელთა შორის დასახელებულმა გუნდმა ამჯერად შინ "ბრესტი" ვერ დაამარცხა. ტურის ანტიგმირის წოდებაც ამ გუნდის წევრს უნდა მიენიჭოს.

ლაპარაკია სტივ მანდანდაზე. თუკი ინტერნეტში მოიძიებთ და ნახავთ ამ შეხვედრის მიმოხილვას, წამითაც კი არ გაგიჩნდებათ შეკითხვა, თუ რატომ გახდა ის ტურის ყველაზე ცუდი ფეხბურთელი. იქამდე კი უბრალოდ გეტყვით, რომ რომან პოიეს არცთუ ძლიერად დარტყმული გამოცდილ გოლკიპერს ტანსქვემოთ გაუძვრა.

ცოტა უცნაურია, რომ ეს საფრანგეთში მოხდა, მაგრამ "კანისა" და "ნიცას" შეხვედრაში მატჩის 87-ე წუთზე შუქი ჩაქრა. მასპინძელი ამ დროს 1:0-ს იგებდა. მაყურებელმა 15 წუთს იცადა იქამდე, ვიდრე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგებოდა. მატჩის განახლებიდან 2 წუთში კი ერიკ მულუნგუიმ ანგარიშში სხვაობა აღადგინა.

ტურის ნაკრები

ოჩოა (აიაჩო) - ბერია (ლილი) ბაისი (ბრესტი), კარლაო (სოშო), დებიუში (ლილი) - ბოდმერი (პსჟ), პასტორე (პსჟ), ბელჰანდა (მონპელიე), გუფრანი (ბორდო) - მაიგა (სოშო), სოვი (ლილი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
ჟირუ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო