"გრონინგენთან" წაგების შემდეგ ფრანკ დე ბური იმდენად აღშფოთებული იყო, რომ თავდაპირველად უარი თქვა, კომენტარი გაეკეთებინა
ერედივიზიეს მე-8 ტურში "გრონინგენთან" წაგების შემდეგ ფრანკ დე ბური იმდენად აღშფოთებული იყო, რომ თავდაპირველად უარი თქვა, კომენტარი გაეკეთებინა განვლილ მატჩზე, თუმცა მოგვიანებით ის მაინც შეხვდა ჟურნალისტებს და განუცხადა:

"მას შემდეგ, რაც მინდორზე 10 კაცით დავრჩით (გრეგორი ვან დერ ვილმა 61 წუთზე წითელი ბარათი მიიღო. რედ), ჩვენ უფრო ენერგიულად და აგრესიულად ავთამაშდით. თუკი თამაშს ვაგებთ, გამოდის, რომ რაღაც არ გამოგვივიდა ტექნიკურად, ტაქტიკურად. მეორედ მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს. აუცილებელია, რომ დასაწყისიდანვე მეტი ვიფიქროთ.

საშინელება იყო, რომ ფეხბურთელებმა სირბილი მხოლოდ მას მერე დაიწყეს, რაც ვან დერ ვილი გაგვიძევეს. ასე უნდა გვეთამაშა ზუსტად პირველი წუთებიდან. თუკი სათამაშოდ გამოხვედი, ეს ნიშნავს, რომ უნდა ითამაშო, ჩვენ კი რეაქცია მხოლოდ მას მერე გვაქვს ხოლმე, როცა რაღაც განსაკუთრებული შეგვემთხვევა. ეს ცუდი მაგალითია და ამის შესახებ ბიჭებს გასახდელში უკვე ველაპარაკე. მათ ნამდვილად მართებთ დაფიქრება".

დე ბურმა ცალკე კომენტარი გააკეთა ვან დერ ვილის წითელ ბარათთან დაკავშირებით. აი, რას ფიქრობს ის: "გრეგორის ბურთი ხელში შემთხვევით მოხვდა. მატჩის არბიტრის რიჩარდ ლისველდის გადაწყვეტილების არ მესმის. რატომ დანიშნა პენალტი? აუცილებლად გავუგებდი, სხვა სიტუაციაში უბრალოდ მეორე ყვითელი ბარათი რომ მიეცა, მაგრამ ასეთ დროს პენალტი? თუკი ასეა, მაშინ ყველა მსაჯი ასე უნდა მოიქცეს. "ტვენტესთან" ანალოგიური რამ შეგვემთხვა, ლეროი ფერს ხელზე მოხვდა, პენალტი დაინიშნა, მაგრამ მისთვის მეორე ყვითელი არ უჩვენებიათ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს