"გრასჰოპერსისა" და "ციურიხის" გულშემატკივრებმა ერთმანეთში ხელჩართული ჩხუბი გამართეს
კვირას, 2 ოქტომბერს, შვეიცარიის სუპერლიგის 11-ე ტურის შეხვედრაში ციურიხის "ლეტცგრუნდზე" ერთმანეთს მასპინძელი "გრასჰოპერსი" და "ციურიხი" დაუპირისპირდნენ.

70-ე წუთისთვის მასპინძელმა გულშემატკივრებმა ცალკე სექტორში განთავსებული თანაქალაქელები, ასე ვთქვათ, დუელში გამოიწვიეს და მათ დასანახად "ციურიხის" სიმბოლიკიანი საგნების დახევასა და დაწვას შეუდგნენ.

სტუმრებმა საპასუხოდ მეტოქის სექტორში გადაინაცვლეს და "მტყუან-მართლის გარჩევას" შეუდგნენ. ასეთ გარჩევებს კი რა მოსდევს ხოლმე, მშვენივრად მოგეხსენებათ. შედეგად დაშავებულები ორივე მხრიდან არიან. სულ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება ექვსმა ადამიანმა მიიღო.

პოლიციის წარმომადგენლის მარკო ბიზას განცხადებით, ლაპარაკია მხოლოდ მსუბუქ ტრავმებზე. რაც შეეხება ხულიგნებს, სამართალდამცავებმა 4 ყველაზე აქტიური მოჩხუბარი დააკავეს. ერთ-ერთ მათგანს ბრალად ედება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

რაც შეეხება თავად მატჩს, ის შეხვედრის მთავარი მსაჯის საშა კევერის გადაწყვეტილებით 77-ე წუთზე შეწყდა. ამ დროისთვის "გრასჰოპერსი" 2:1-ს იგებდა. შვეიცარიის სუპერლიგის სადიციპლინო კომიტეტი მატჩის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...