ვალენსიური ამბები და ორი ახალი ტრანსფერი ესპანეთში

"ვალენსიაში" კაპიტნის არჩევნები ჩატარდა - ფეხბურთელებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს ოთხი რჩეული. კლუბს არჩევნების შედეგები (ვინ რამდენი ხმა მიიღო) არ გამოუქვეყნებია. უბრალოდ, დასახელდა ოთხი კაპიტანი. ესენია: მეკარე სესარ სანჩესი, მცველი დავიდ ნავარო, ნახევარმცველები ვისენტე როდრიგესი და ხოაკინ სანჩესი. ახალი კაპიტნის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კარლოს მარჩენა "ვილიარეალში" გადაბარგდა.

თუ რომელი უკაპიტნებს გუნდს ამ კვარტეტიდან, არ დასახელებულა. უბრალოდ, პრესკონფერენციაზე სესარ სანჩესმა განაცხადა, რომ უნაი ემერი უშუალოდ მატჩის წინ დაასახელებს კაპიტანს, თუკი მოედანზე ამ ოთხეულიდან ერთზე მეტი ფეხბურთელი გავა.

"ვალენსიაში" ცვლილებებს ელიან - "სუპერ დეპორტეს" ცნობით, უნაი ემერის სურს 25 წლის ჰევდიგეს მადუროს პოზიცია შეუცვალოს. ჰოლანდიელს უმთავრესად დაცვის ცენტრში ათამაშებდნენ, თუმცა მას გაუჭირდა სასტარტოში ადგილის მოპოვება. ემერის სურს მადურო ახალ სეზონში საყრდენ ნახევარმცველად გამოსცადოს. სხვათა შორის, "ვალენსიას" თავკაცს იდეა ბერტ ვან მარვიიკმა ჩააწოდა - უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ჰოლანდიელთა თავკაცმა ბევრი ექსპერიმენტი მოაწყო, ერთ-ერთი კი სწორედ მადუროს საყრდენად დაყენება იყო. შეგახსენებთ, რომ ამ პოზიციაზე სათამაშოდ "ვალენსიაში" დავიდ ალბელდა, ახალწვეული მეჰმეთ თოფალი და გარკვეულწილად, არგენტინელი ევერ ბანეგა არიან.

ლევანტემ ნანო დაიმატა

პრიმერა დივიზიონში დაბრუნებულმა ვალენსიურმა "ლევანტემ" ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა 30 წლის მცველ ვიქტორიანო რივას "ნანოს", რომელიც მანამდე სეგუნდა დივიზიონის "ბეტისმა" კონტრაქტისგან გაანთავისუფლა. ნანო "გრანოტასს" გამოცდილებით შეეწევა, მას ხომ სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში ("ხეტაფე", "ბეტისი", "ვალიადოლიდი") პრიმერაში 5 სეზონი აქვს გატარებული. გუშინ ნანომ სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც კლუბის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ტანმაღალ ნანოს ერთნაირად შეუძლია როგორც დაცვის ცენტრში, ასევე მარცხენა ფრთაზე თამაში.

კამაჩომ კიკე სოლას უხმო

პამპლონის "ოსასუნას" თავკაცმა ხოსე ანტონიო კამაჩომ იჯარიდან გამოითხოვა ფორვარდი ენრიკე (კიკე) სოლა. შარშანდელ სეზონში ნავარული კლუბის 24 წლის შემტევმა ორ კლუბში ითამაშა იჯარით: ჯერ სეგუნდა დივიზიონის "ნუმანსიაში", შემდეგ კი - ბერძნულ "ლევადიაკოსში" (10 თამაში, 1 გოლი). "დიდებულია, როცა კიდევ ერთ შანსს გაძლევენ, თავი პრიმერა დივიზიონში გამოიჩინო. ახლა ბევრს ვიშრომებ სასტარტოში მოსახვედრად", - განაცხადა კიკე სოლამ.

ლელო

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა