WTA-ის უმსხვილესს ტურნირზე სასტარტო რაუნდში ადგილობრივი პუბლიკის კერპი ნა ლი დამარცხდა
შაბათს პეკინში სტარტი აიღო WTA-ის უმსხვილესმა ტურნირმა, რომელიც ბოლოა ამ სეზონში Premier Mandatory-ის სერიიდან. პირველი დღეების მთავარი მოულოდნელობა გახდა სასტარტო რაუნდში ადგილობრივი პუბლიკის კერპის ნა ლის მარცხი.

პეკინის გარდა, წელს Premier Mandatory-ის სტატუსი კიდევ სამ ტურნირს ჰქონდა: ინდიან უელსს, მაიამისა და მადრიდს. აქ შესაბამისად კაროლინ ვოზნიაცკიმ, ვიქტორია აზარენკამ და პეტრა კვიტოვამ გაიმარჯვეს.

ქალთა სეზონის დასრულებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი. ოქტომბრის ბოლოს გაიმართება წლის შემაჯამებელი ტურნირი სტამბოლში და იქ მოხვედრის მხრივ, პეკინის ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია.

დასკვნით ჩემპიონატში უკვე მოიპოვეს თამაშის უფლება ვოზნიაცკიმ, მარია შარაპოვამ, აზარენკამ და კვიტოვამ. ნა ლი, ვერა ზვონარევა და სამანტა სტოსური თითქმის თურქეთში არიან - ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მათ პოზიციებს საფრთხე დაემუქროს.

ბოლო მერვე ადგილი კი ამ მომენტისთვის მარიონ ბარტოლის ეკუთვნის, თუმცა ამ პოზიციაზე სერიოზულ პრეტენზიას აცხადებენ აგნიეშკა რადვანსკა, ანდრეა პეტკოვიჩი და ფრანჩესკა სკიავონე. ისინი 500 ქულაზე მეტს აგებენ ფრანგთან, ამიტომაც პეკინში, რაც შეიძლება შორს უნდა გააღწიონ.

რაც შეეხება რეიტინგის ლიდერობისთვის ბრძოლას, ამ მხრივ ინტრიგა თითქმის აღარ არსებობს, რადგან მარია შარაპოვამ ტრავმის გამო უარი თქვა პეკინში თამაშზე. თეორიულად, კაროლინ ვოზნიაცკიმ შეიძლება დაკარგოს კლასიფიკაციაში პირველი ადგილი, მაგრამ ეს ნაკლებად მოსალოდნელია. თუმცა ნურც იმას დავივიწყებთ, რომ დანიელს პეკინში შარშან მოპოვებული ტიტულის გამო 1000 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი.

პირველი ორი დღის მთავარი მოვლენა იყო როლან გაროსის ჩემპიონის - ნა ლის მარცხი. ჩინელი ბრწყინვალე სეზონს ატარებს - ითამაშა ავსტრალიის ღიას ფინალში, მოიგო როლან გაროსი და მეხუთე ადგილს იკავებს კლასიფიკაციაში. მაგრამ შინ გამოსვლა ლის არ გამოუვიდა.

პირველ წრეში ის მონიკა ნიკულესკუს ხვდებოდა, რომელიც ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა. რუმინელმა წელს ამერიკის ღიაზე აჩვენა კარგი თამაში, როცა მერვედფინალამდე მიაღწია. ამჯერადაც მაღალი დონის ჩოგბურთი ითამაშა, მრავალფეროვან კომბინაციებს ანვითარებდა, ლი კი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა. საბოლოოდ, ჩინელმა მხოლოდ ოთხი გეიმი მოიგო - 4:6, 0:6.

ეს წაგება დაეტყობა ნა ლის მდგომარეობას რეიტინგში - შარშან მან აქ ფინალში ითამაშა, ასე რომ, ჩინელი 450 ქულას დაკარგავს და მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდება. სხვათა შორის ტურნირს გამოეთიშა კიდევ ერთი შარშანდელი ნახევარფინალისტი შაარ პეერი.

ასევე განთესილთა სიას გამოაკლდა ელენა იანკოვიჩი, რომელიც ტამირა პაჩეკთან დამარცხდა, დანარჩენებმა განთესილებმა კი შეძლეს პირველი წრის ბარიერის გადალახვა. სკიავონემ, სტოსურმა და საბინ ლისიცკიმ ეს საკმაოდ დამაჯერებლად გააკეთეს, პეტკოვიჩსა და ბარტოლის კი დიდი ბრძოლა მოუწიათ. განსაკუთრებით გაუჭირდა ბარტოლის ივეტ ბენეშოვასთან - ფრანგმა მესამე პარტიაში გამოსტაცა გამარჯვება ჩეხს - 3:6, 6:4, 7:5.

WTA

China Open

პეკინი (ჩინეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 დოლარი

I წრე

ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 7)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 6:1, 6:3; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 16)-ალექსანდრა დულგერუ (რუმ) 6:2, 4:1 უარი; ტამირა პაჩეკი (ავსტრია)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 10) 7:5, 6:4; სოფია არვიდსონი (შვედ)-ალიონა ბონდარენკო (უკრ) 6:2, 5:7, 7:5; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 9)-ლუსი საფაროვა (ჩეხ) 7:6(5), 6:4; ანა ივანოვიჩი (სერ)-კიმიკო დატე (იაპ) 6:1, 6:1; კარლა სუარეს ნავარო (ესპ)-ეკატერინა მაკაროვა (რუს) 7:5, 6:1; მონიკა ნიკულესკუ (რუმ)-ნა ლი (ჩინ, 4) 6:4, 6:0; მარიონ ბარტოლი (საფ, 8)-ივეტ ბენეშოვა (ჩეხ) 3:6, 6:4, 7:5; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 13)-ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ) 7:5, 6:4; სამანტა სტოსური (ავსტრა, 6)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 6:4, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს