ედუარდო სალვიომ ატლეტიკოში თავი ვერ გამოიჩინა

ესპანური "მარკა" ამტკიცებს, რომ არგენტინელ ფორვარდ ედუარდო სალვიოს სულ რამდენიმე საათში ლისაბონის "ბენფიკაში" ვიხილავთ. სალვიო მადრიდულ გუნდთან ერთად უელვაში არ გაემგზავრა, მას პორტუგალიის დედაქალაქში ელიან. უელვაში "ატლეტიკო" "კოლომბინოს ტროფეიზე" მიიღებს მონაწილეობას... 20 წლის ფორვარდის გარეშე. "მარკას" ცნობით, კლუბებს საბოლოო შეთანხმებამდე სატრანსფერო თანხის ოდენობა აფერხებთ. სალვიოს იჯარით აყვანა რამდენიმე არგენტინულ კლუბს სურდა, თუმცა ისინი "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობამ უარით გაისტუმრა.

თავად ფეხბურთელი კი დაბნეულია და ზუსტად არ იცის, რა ხდება მის თავს (ან ჯერ არ ახმოვანებს): "გამიგია, რომ ჩემით "ბენფიკაა" დაინტერესებული, მაგრამ არაფერი კონკრეტული არ ვიცი. პირადად ჩემთან არავინ მოსულა. ჩემი აგენტი მადრიდშია კლუბთან მოსალაპარაკებლად და ამის მერე უკეთ გვეცოდინება დეტალები", - განუცხადა პორტუგალიურ "ა ბოლას" ედუარდო სალვიომ.

იანვარში სალვიო 10 მილიონ ევროდ გადავიდა "ლანუსიდან" "ატლეტიკოში". ეს ესპანეთის 2010 წლის ზამთრის სატრანსფერო სეზონის რეკორდია. ნახევარ სეზონში არგენტინელმა თავი ვერ გამოავლინა, "ატლეტიკოს" სასტარტოში მოხვედრა უჭირდა და 13 თამაშში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. "ბენფიკა" კი ჩემპიონთა ლიგის წინ გაძლიერებას აპირებს. სალვიოს არგენტინის ნაკრებში 2 თამაში აქვს ჩატარებული.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"