ლვოველებს ბუბა დაუშვილისა და გიორგი თარგამაძის გარდა, გიორგი ლორიას დამატებაც სდომებიათ
უკრაინის ჩემპიონატში მე-12 ტური მიილია, ლვოვის "კარპატის" ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა სანდრო გურულმა კი მხოლოდ ოთხჯერ ითამაშა.

რატომ აღარ ენდობა "კარპატის" მთავარი მწვრთნელი ოლეგ კონონოვი ფეხბურთელს, რომლის მიწვევასაც ორი წლის წინ "ლელოსთან" ინტერვიუში საქართველოს ნაკრების მწვრთნელს თავად ურჩევდა?

"ერთი ხანობა, ტრავმებმა გამაწვალა, მაგრამ წელს კონონოვი აღარ მათამაშებდა. მიზეზს თავად ვერ ვხვდებოდი. საკუთარ თავში ვეძებდი პრობლემის ახსნას, იქნებ, ცუდად მოვიქეცი, ან ცუდი ვთქვი, ან ვარჯიშებს ვეკიდებოდი უგულოდ-მეთქი, მაგრამ მსგავსი ვერაფერი გავიხსენე. სიზარმაცე და ზერელე დამოკიდებულება არ მახასიათებს, მაგრამ კონონოვიც არაფერს მეუბნებოდა.

აქვე ვიტყვი, რომ ჩვენს შორის ურთიერთობის გაუარესების მიზეზი ნაკრებში ჩემი თამაში ნამდვილად არ გამხდარა, პირიქით, ყოველი მიწვევა უხაროდა და ამას ყოველთვის ღიად ამბობდა.

მოკლედ, ასე გაგრძელება აღარ შემეძლო. ბოლო სანაკრებო შეკრების შემდეგ ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, მასთან დალაპარაკება აუცილებელიც იყო. მსურდა გამეგო, რა არ მოსწონდა ჩემში, რას მიწუნებდა და საერთოდ, რა ხდებოდა ჩემს თავს? ვილაპარაკეთ და მითხრა, რომ გუნდს ვჭირდები, რომ ჩემი იმედი აქვს და კეთილგანწყობილია, მაგრამ რატომ არ მათამაშებდა, ეს მაინც ვერ გავიგე.

საბედნიეროდ, მას შემდეგ ყველაფერი კარგად აეწყო, ბოლო ორ მატჩში მათამაშა, უკანასკნელ ტურში შემადგენლობაში დამაყენა და იმედია, ასეც გაგარძელდება", - ამბობს გურული.

25 წლის ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ მალე "კარპატიში" ქართული დიასპორა გაძლიერდება და საინტერესო ამბებს გვიმხელს:

"მცირე ხნის წინ, "კარპატისთან" კონტრაქტი გააფორმა ბუბა დაუშვილმა, რამაც ძალიან გამახარა. საერთოდ, "კარპატის" პრეზიდენტს პეტერ დემინსკის ქართველები ძალიან უყვარს. ის გამონაკლისი არ არის, დასავლეთ უკრაინაში ჩვენს მიმართ ასეთი კეთილგანწყობაა. დემინსკიმ კი იცის, რომ ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს და ქართულ ფეხბურთსა და ჩვენს ნაკრებს ყურადღებით აკვირდება.

ამიტომაც გადაწყვიტა რამდენიმე ქართველის დამატება. მალე დაუშვილი შემოგვიერთდება, იმედია, მერე "კარპატის" ფორმას დათო თარგამაძე და კიდევ ორიოდე ქართველიც მოირგებს.

სხვათა შორის, გუნდში ლაპარაკობდნენ, რომ ჩვენი ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მეკარე გიორგი ლორიას აყვანაც სურდათ. ვერ გეტყვით, გიორგი რატომ ვერ დავიმატეთ, ან რამდენად სერიოზული მოლაპარაკება იყო, მაგრამ ჩემი დიდი სურვილია, ლვოვურ კლუბში ბევრმა ქართველმა ვითამაშოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

maiko
რამდენი აქვთ ხელფასი იქ რომ მიდიან
Giorgipirweli
იცოდეთ თქვენი თავის ფასი და ლომაიასი არ იყოს, არ გაეკარო რუსეთის, უკრაინის და მსგავს ჩემპიონატებს!!! უძლიერესი მეკარე ხარ და ადრე თუ გვიან სულ ცოტა საშუალო ევროპულ კლუბში მაინც ითამაშებ, იქიდან კი ალბათ მეტსაც მიაღწევ. არ წახვიდე უკრაინაში!!!
Gela
Burton ძაან ცუდი წარმოდგენა გქონია უკრაინის ჩემპიონატზე
gia
ლორია არ წახვიდე კარპატიში არ დაიღუპო თავი იმის დედა ვატირე თუ მე დინამოს თამაშს გავეკარო კიდე კარპატიში რომ ვნახო ლორია მინიმუმ ტოპ 5 ჩემპიონატის კლუბში ნებისმიერ ევროპულ გუნდს მოუხდებოდა მემგონი ლორია
Burton
მოკლედ რა, თბილისის დინამოს საუკეთესო ფეხბურთელი რომ კარპატიში გადავიდეს, ნა პრინციპ აღარ წავალ დინამოს თამაშზე რა, ფუ!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა