<p>სამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექსჩემპიონი, 33 წლის მექსიკელი ერიკ მორალესი სამწლიანი პაუზის შემდეგ მარტში პროფესიულ კრივს დაუბრუნდა და რინგზე ფილიპინელ მენი პაკიაოსთან კიდევ ერთ შეხვედრას ლამობს.</p><p><br> სამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექსჩემპიონი, 33 წლის მექსიკელი ერიკ მორალესი სამწლიანი პაუზის შემდეგ მარტში პროფესიულ კრივს დაუბრუნდა და რინგზე ფილიპინელ მენი პაკიაოსთან კიდევ ერთ შეხვედრას ლამობს. ეს მოკრივეები ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ და მორალესმა ერთხელ მოიგო, 2005-ში. თუმცა, მას მერე "პაკმენი" საერთოდ აღარ დამარცხებულა.</p><p>"ტყუილი იქნებოდა, თუ ვიტყოდი, რომ მხოლოდ პაკიაოსთან შერკინების მიზნით დავბრუნდი, მაგრამ ფილიპინელთან კიდევ ერთხელ შეხვედრის დიდი სურვილი მაქვს. დიახ, მენისთან ორჯერ წავაგე და ორივე შემთხვევაში – ნოკაუტით. მხოლოდ ჩვენს პირველ ბრძოლაში ვიმარჯვე, მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. როცა პირველად ვიჩხუბეთ და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოვიგე, ჩინებულ ფორმაში გახლდით და წონასთან დაკავშირებული პრობლემები არ მაწუხებდა. მაშინ მხოლოდ კრივზე ვიყავი კონცენტრირებული. 2006 წელს გამართული წაგებული ბრძოლების დაწყებამდე კი ჭარბმა წონამ დიდი თავსატეხი გამიჩინა. ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ჩარჩოებში დარჩენა ძალზე ნეგატიურად აისახა ჩემს მზადყოფნაზე, მაგრამ იძულებული ვიყავი, წონა დამეკლო და მეჩხუბა, რადგან წონის თითოეულ ზედმეტ ფუნტზე პაკიაო 500 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმას აწესებდა", - იხსენებს ვეტერანი მექსიკელი.</p>
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"