„ქუინზ პარკ რეინჯერსის“ მწვრთნელმა, ნილ უორნოკმა გადაწყვიტა 22 წლის მაროკოელი ვარსკვლავი, ადელ ტაარაბტი არ დააჯარიმოს
„ქუინზ პარკ რეინჯერსის“ მწვრთნელმა, ნილ უორნოკმა გადაწყვიტა 22 წლის მაროკოელი ვარსკვლავი, ადელ ტაარაბტი არ დააჯარიმოს, თუმცა დაიბარებს და აუხსნის, რა მოუვა იმ შემთხვევაში, თუ ერთხელაც გაიმეორებს იმას, რაც მეშვიდე ტურში, „ფულჰემთან“ შეხვედრის დროს ჩაიდინა.

კერძოდ კი აი, რა მოხდა: უორნიკმა „კრეივენ კოტეჯზე“ ანუ „ფულჰემის“ სტადიონზე გამართული შეხვედრის შესვენებისას ტაარაბტი შეცვალა. „რეინჯერსს“ უჭირდა (მოგეხსენებათ, საბოლოოდ „ფულჰემმა“ 6:0 მოუგო) მაგრამ მაროკოელმა საკუთარი გუნდის მიმართ უკიდურესი გულცივობა გამოამჟღავნა და აქაოდა, შემცვალესო, სულ წავიდა სტადიონიდან.

მეორე მხრივ, „დეილი მეილთან“ ინტერვიუში უორნოკმა განაცხადა: „არ დაგიმალავთ და ფეხბურთელისაც მესმის. ვინ იცის, მეც რომ შევეცვალე მწვრთნელს, მოედნიდან გამოვსულიყავი და დასაჯდომი ადგილი არ დამხვედროდა, მეც წავსულიყავი სტადიონიდან. ტაარაბტს სწორედ ასეთი რამ გადახდა, რაც დაუშვებელია“.

უორნოკმა ტაარაბტთან ერთად მისი 33 წლის თანაგუნდელი, შონ დერიც გამოცვალა, მაგრამ ის არსად წასულა, ბოლომდე „კრეივენ კოტეჯზე“ დარჩა და დამარცხების სიმწარე თანაგუნდელებთან ერთად გაიზიარა. საერთოდაც, ტაარაბტს გუნდში ზარმაცის სახელი აქვს გავარდნილი და „რეინჯერსის“ მოთამაშეები მის მიმართ მაინც და მაინც მეგობრულად არ არიან განწყობილები. ისინი ამბობენ, რომ მაროკოელი ვარჯიშებზე დანარჩენების მსგავსად ბოლომდე არ იხარჯება. „ქუინზ პარკ რეინჯერსში“ მომუშავე ერთმა ადამიანმა „დეილი მეილს“ უამბო:

„კლუბში ყველამ იცის, რომ ადელს ვარჯიში არ უყვარს, რაც ფეხბურთელთაგან ბევრს აღიზიანებს. ისე ჩანს, რომ მას სხვებისგან განსხვავებით უფრო ლმობიერად ექცევიან, თუმცა მოთამაშეებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, სწამთ, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ყველამ ბრძოლით უნდა მოიპოვოს, ამისათვის კი ვარჯიშებზე თავდადებაა საჭირო“.

დღეისათვის ტაარაბტი მაროკოშია და „რეინჯერსს“ მხოლოდ სანაკრებო ინტერვალის შემდეგ დაუბრუნდება. სხვათა შორის, მას ეროვნულ გუნდშიც პრობლემები ჰქონდა, მწვრთნელს, ცნობილ ბელგიელ ერიკ გერეცს ვერ გაუგო და ამ წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ ნაკრებიდან მიდის, თუმცა, გერცმა მოინდომა და მისი დაბრუნება მოახერხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა