მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველი ისევ ტრავმირებულია და როდის განაახლებს ვარჯიშს, ჯერჯერობით უცნობია
რუსული საიტის lifesports.ru-ს დამაჯერებლობისა რა მოგახსენოთ, თუმცა მისი მოწოდებული ამბავი ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ნამდვილად არის და სათქმელადაც ღირს - თურმე მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე იმავე ქალაქის "დინამოში" შეიძლება გადაბარგდეს.

აი, რას წერს საიტი:

"ერთერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, "თეთრ-წითლების" 18 წლის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე დედაქალაქური "დინამოს" სამიზნე გახდა.

კლუბის წარმომადგენლებმა ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკება უკვე წამოიწყეს.

- ამჟამად "დინამო" გუნდის გასაძლიერებლად ფეხბურთელს იმ შემთხვევისთვის ეძებს, თუკი იგორ სემშოვთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდება. ერთერთ ისეთ მოთამაშედ, ვინც სემშოვის ადგილს დაიკავებს, "დინამოს" სკაუტებს სწორედ ჯანო წარმოუდგენიათ, - განუცხადა საიტს მოსკოვური კლუბის წარმომადგენელმა.

მართლაც, სემშოვსა და ანანიძეს ერთნაირად ნაყოფიერად შეუძლიათ თამაში, როგორც ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე, ისე თავდამსხმელის უკან.

სემშოვის წასვლის შემთხვევაში, რომელიც "თეთრ-ლურჯების" წარმატების ერთერთი მთავარი შემოქმედია, მისი სრულფასოვანი შემცვლელის მოძიება საკმაოდ გაძნელდება. ამ როლისთვის ჯანო, შეიძლება ითქვას, რომ ზედგამოჭრილია.

პრობლემა

შეგახსენებთ, რომ შარშან ქართველმა ნახევარმცველმა "სპარტაკთან" ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აქამდე ჯანო მუდმივად თამაშობდა, მაგრამ წელს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ჰავბეკი არცთუ ხშირად ხვდება ძირითადში და მხოლოდ პრემიერლიგის ათ შეხვედრაში გამოჩნდა. გუნდში ჰოლანდიელი დემი დე ზეუვის მოსვლის შემდეგ კი ანანიძის ძირითადში მოხვედრის შანსები კიდევ უფრო შემცირდა.

- ჯანო ძალიან დაღონებულია იმით, რომ ვალერი კარპინი სულ უფრო ნაკლებად ენდობა, - განუცხადა საიტს ფეხბურთელის ერთერთმა მეგობარმა. - არადა, ყველა ფეხბურთელს, განსაკუთრებით მის ასაკში, თამაში სწყურია. გუნდის გენერალური დირექტორისა და მწვრთნელის თქმით, "ჯანოს მოცდა და მოთმინება მართებს", მაგრამ მოთმინებასაც აქვს საზღვარი.

როგორც ირკვევა, ამ დროისთვის კარპინის გეგმებში ამ ნიჭიერი ფეხბურთელის გასხვისება არ შედის, სამაგიეროდ, იჯარის ვარიანტი გამორიცხული არაა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი იმ გუნდების ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, რომელთაც ქართველი ფეხბურთელის თავიანთ რიგებში ხილვა სურთ".

შეგახსენებთ, რომ ჯანოს ამჟამად ტრავმა აქვს - ქართველი ფეხბურთელი "ვოლგასთან" შეხვედრაში დაშავდა და ამ დრომდე ვერ ვარჯიშობს. ამ მიზეზით ჯანო 11 ოქტომბერს, ბერძნებთან მატჩში საქართველოს ნაკრებსაც ვერ დაეხმარება.

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა