ბრაზილია. სერია ა. XXVII ტური: ექვსეული ჩემპიონობისთვის

ლიდერთა ჯახი, რომელმაც სტატუს ქვო შეუნარჩუნა ცხრილს, შედგა რივალდოსა და რონალდინიოს დუელი, როგორც იქნა, გაიტანა ვარსკვლავბიჭუნა ნეიმარმა. ამ და სხვა საინტერესო ფაქტებზე ჩვენს შემაჯამებელ მიმოხილვაში მოგითხრობთ.

რაც დრო გადის, ბრაზილიის ჩემპიონატი ეშხში შედის და სულ უფრო საინტერესო ხდება. ამ ტურმა ნათლად გამოკვეთა ის 6 გუნდი, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ვფიქრობთ, ჩამოთვლას აზრი არ აქვს, შეგიძლიათ ცხრილის მიხედვით დაასკვნათ, რომელ კლუბებზეა საუბარი.

ჩვეულებრისამებრ, ბრაზილიური ტური შაბათის სამი მატჩით დაიწყო, რომელთაგან ყველაზე საინტერესო ჩემპიონ "ფლუმინენსესა" და ვარსკვლავურ "სანტოსის" გაჯიბრება იყო. არცთუ დიდი ხნის წინ, ორივე გუნდი საკმაოდ შორს იყო ცხრილში, მაგრამ ლიდერთა ხშირმა წაფორხილებებმა ორივეს შანსი გაუჩინა. სტუმრებმა შეტევებით დაიწყეს, მაგრამ ნეიმარი საკმაოდ კარგ ეპიზოდებს ანიავებდა. საპასუხოდ, "ფლუს" ნახევარმცველი მარკინიო გავიდა მეკარე რაფაელთან პირისპირ, მაგრამ დუელი წააგო. სულ ცოტა ხანში ისევ რაფაელმა გამოიჩინა თავი - "სანტოსის" მეკარემ საგოლე პასი გააკეთა (!), რომელიც ნეიმარმა ახლო კუთხეში დიდებული დარტყმით დაასრულა. 19 წლის ნეიმარი მსოფლიოს ყველა გრანდის ოცნებაა, მას კი ბრაზილიის ჩემპიონატში 22 აგვისტოს მერე არ გაუტანია. მარკინიომ მაინც არ მოისვენა, კიდევ ერთხელ გავიდა მეკარესთან პირისპირ და გაათანაბრა.

მეორე ტაიმი უკეთ "ფლუმინენსემ" დაიწყო და რაფაელ სობისმა "ცხრიანში" გაიტანა. ბოლოსკენ მასპინძლები ათი კაცის ამარა დარჩნენ (გააძევეს დიგაო) და "სანტოსმა" ბოლოსწინა წუთზე გაათანაბრა - ნეიმარმა რენტარიას დაუგორა და იმანაც 22 მეტრიდან გაიტანა. ყველას ეგონა, რომ თამაში ასეც დასრულდებოდა, მაგრამ რეფერიმ 5 წუთი დაამატა და მასპინძელთა კუთხურს მცველ როსარიოს გამარჯვების თავური მოჰყვა - 3:2. "ლიბერტადორესის თასის" მფლობელი საბოლოოდ ჩამოშორდა საჩემპიონო რბოლას, ხოლო აბელ ბრაგას გუნდი მე-5 ადგილზე დამკვიდრდა.

ტურის მთავარი დაპირისპირებები ორშაბათს გაიმართა, ლიდერი "ვასკუ და გამა" მდევარ "კორინთიანსს" იღებდა, ხოლო "სან პაულუ" - "ფლამენგოს". პირველი მატჩი ძალიან კარგი საყურებელი გამოდგა, მოვლენებით დახუნძლული - უკვე მე-20 წუთზე ანგარიში 1:1 იყო. მასპინძელთაგან მცველმა დედემ გამოიჩინა თავი, სტუმართაგან კონტრშეტევა ალექსმა დააგვირგვინა. ამის მერე სტუმრები გააქტიურდნენ, მაგრამ გოლი "ვასკუმ" გაიტანა - კიდევ ერთმა მცველმა, ფაგნერმა. მეორე ტაიმში ყველაფერი პირუკუ მოხდა - უპირატესობას უკვე "ვასკუ" ფლობდა, გოლი კი "კორინთიანსმა" გაიტანა - ვილიანმა მარჯვენა ფლანგიდან თავზე ჩაუწოდა დანილოს და იმანაც გაიტანა - 2:2. სულ რამდენიმე წუთში იგივე გამეორდა, ერთი "მცირე" გამონაკლისით, დანილომ თავური ააცილა. თამაშის მიწურულს "ვასკუს" ალექსანდრომ გოლი კი გაიტანა, მაგრამ თანამსაჯმა მიიჩნია, რომ ის თამაშგარე მდგომარეობაში იყო, "კორინთიანსმა" კი ორი კარგი მომენტი გაანიავა. საომარი და სამართლიანი ფრე, რომლის შემდეგაც "ვასკუ" ისევ 2 ქულით უსწრებს "კორინთიანსს".

"კორინთიანსის" დაწევა "სან პაულუს" შეეძლო, მაგრამ რივალდოს გუნდმა სულაც წააგო რონალდინიოსთან და კომპანიასთან. მასპინძელთა

რიგებში პაუზის შემდეგ გამოჩნდა ლუიშ ფაბიანო. "ფლა" პირველ ტაიმში ფრთხილობდა და უმთავრესად რონალდინიოს წყალობით უტევდა. "კიჭამ" ორი-სამი კარგი პასი გააკეთა, მაგრამ თანაგუნდელებმა ააცილეს. სტუმრებმა ანგარიში მეორე ტაიმში გახსნეს, თავი ტიაგო ნევესმა გამოიჩინა. გაძევებების შემდეგ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა დაგობერტომ - 25 მეტრიდან ბურთი "გემრიელად" მოიქნია. თქმა არ უნდა, ეს იყო ტურის საუკეთესო გოლი. მაგრამ ადილსონ ბატისტას გუნდმა ფრე ვერ შეინარჩუნა, როჟერიო სენიმ ბურთი ძალიან შორი დისტანციიდან გაუშვა - 1:2. "ფლა" იგებს და ლიდერს 6 ქულა აშორებს.

ამ ტურში გამოვყოფთ "ბოტაფოგოს" მოულოდნელ მარცხს გოიანენსეს "ატლეტიკოსთან" - 0:2. საოცარია "ინტერნასიონალის" მარცხიც "ატლეტიკო პარანაენსესთან". გუნდს უკვე შეეტყო ლიდერის, ლეანდრო დამიაოს არყოფნაც. ახლა სანაკრებო პაუზა იწყება, თუმცა ეს ბრაზილიას არ ეხება - იქ ტური ჩვეულებრივ ჩატარდება.

პალმეირასი-ამერიკა 1:1

გოლები: 1:0 მარკოს ასუნსაო (29), 1:1 კემპესი (45)

ფლუმინენსე-სანტოსი 3:2

გოლები: 0:1 ნეიმარი (32), 1:1 მარკინიო (39), 2:1 რაფაელ სობისი (72), 2:2 რენტერია (89), 3:2 მარსიო როზარიო (90)

გაძევება: დიგაო (82. ფლუმინენსე)

ბაია-ავაი 3:2

გოლები: 1:0 ჟუნიორ პიპოკა (36), 1:1 ჟუნიორ პიპოკა (47 ს.კ.), 1:2 პედრო კენი (53), 2:2 ჟუნიორ პიპოკა (78), 3:2 ლულინია (80)

გაძევება: ფაბინიო (86. ბაია), ვილიამი (86. ავაი)

სან პაულუ-ფლამენგო 1:2

გოლები: 0:1 ტიაგო ნევესი (65), 1:1 დაგობერტო (79), 1:2 რენატო აბრეუ (84)

გაძევება: ლუკას სილვა (55. სან პაულუ), ვილიანსი (69. ფლამენგო)

ვასკუ და გამა-კორინთიანსი 2:2

გოლები: 1:0 დედე (16), 1:1 ალექსი (21), 2:1 ფაგნერი (45), 2:2 დანილო (67)

ატლეტიკო მ.-სეარა 1:1

გოლები: 1:0 კარლოს სეზარი (12), 1:1 ლეანდრო ჩავესი (37)

გაძევება: მიჩელი (45. სეარა), ჟოაო მარკოსი (53. სეარა), როჟერი (88. სეარა)

ფიგეირენსე-კორიტიბა 0:0

ატლეტიკო პ.-ინტერნასიონალი 2:0

გოლები: 1:0 ნიეტო (59), 2:0 ნიეტო (83)

გრემიო-კრუზეირო 2:0

გოლები: 1:0 რაფაელ მარკესი (4), 2:0 ესკუდერო (49)

ატლეტიკო გ.-ბოტაფოგო 2:0

გოლები: 1:0 ფელიპე (2), 2:0 ფელიპე (10)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ვასკუ და გამა 27 14 8 5 43-30 50

2. კორინთიანსი 27 14 6 7 39-28 48

3. სან პაულუ 27 13 7 7 42-32 46

4. ბოტაფოგო 26 13 6 7 40-30 45

5. ფლუმინენსე 27 14 2 11 37-33 44

6. ფლამენგო 27 11 11 5 44-35 44

7. ინტერნასიონალი 27 10 10 7 43-35 40

8. პალმეირასი 27 9 13 5 33-26 40

9. ატლეტიკო გ. 27 10 8 9 34-29 38

10. კორიტიბა 27 10 7 10 44-34 37

11. ფიგეირენსე 27 9 10 8 32-33 37

12. გრემიო 26 10 6 10 31-33 36

13. სანტოსი 25 10 5 10 38-40 35

14. ბაია 27 8 9 10 32-35 33

15. სეარა 27 8 7 12 34-45 31

16. კრუზეირო 27 8 5 14 31-35 29

17. ატლეტიკო პ. 27 6 9 12 27-38 27

18. ატლეტიკო მ. 27 7 5 15 33-45 26

19. ავაი 27 5 7 15 32-57 22

20. ამერიკა 27 3 11 13 33-49 20

ბომბარდირები: 19 - ბორჟესი (სანტოსი); 13 - ლეანდრო დამიაო (ინტერნასიონალი), რონალდინიო (ფლამენგო); 12 - მონტილიო (კრუზეირო); 10 - ბილი (კორიტიბა), დეივიდი (ფლამენგო), ვილიამი (ავაი).

გამოტოვებული მატჩები

დღეს: გრემიო-სანტოსი, კრუზეირო-სან პაულუ.

მომდევნო ტური

8 ოქტომბერი: ბოტაფოგო-ბაია, კორიტიბა-გრემიო, ამერიკა-ატლეტიკო მ.

9 ოქტომბერი: სანტოსი-პალმეირასი, ფლამენგო-ფლუმინენსე, ინტერნასიონალი-ვასკუ და გამა, კორინთიანსი-ატლეტიკო გ, ავაი-ატლეტიკო პ. სეარა-ფიგეირენსე.

10 ოქტომბერი: სან პაულუ-ინტერნასიონალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა