„შალკეს“ ახალმა მწვრთნელმა ჰუუბ სტევენსმა უარყო ხმები, თითქოს „შალკეს“ „ლევერკუზენის“ მეკარის, რენე ადლერის გადაბირება უნდა

„შალკეს“ ახალმა მწვრთნელმა ჰუუბ სტევენსმა, რომლის ხელში გელზენკირხენულმა კლუბმა ორივე თამაში მოიგო, „შპორტ აინსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უარყო მოარული ხმები იმის შესახებ, თითქოს „შალკეს“ „ლევერკუზენის“ მეკარის, რენე ადლერის გადაბირება უნდა.

„ადლერის შესახებ გავრცელებული ცნობები მეც წავიკითხე და მინდა ვთქვა, რომ ჩვენ რენეს ყიდვაზე არ ვფიქრობთ, რადგან რალფ ფერმანის სახით ძალიან კარგი კიპერი გვყავს, რომელსაც ბოლომდე ვენდობით. მართალია, რალფმა „ჰამბურგთან“ შეხვედრაში პატარა შეცდომა დაუშვა, მაგრამ პირადად მე მისი თამაშით საერთო ჯამში, აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ,“ - განაცხადა სტევენსმა „ბუნდესლიგა აკტუელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

გარდა ამისა, 57 წლის ჰუუბმა „შალკეს“ ესპანელი ვარსკვლავი რაულიც შეაქო: „მისი შესაძლებლობების შესახებ საუბარს რა აზრი აქვს, ყველამ იცის, რომ რაული გენიალური ფეხბურთელია და მე მასთან მუშაობა ძალიან მსიამოვნებს. ითამაშებს თუ არა დიდხანს „შალკეში“, ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.“

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა