ხორვატული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი უკრაინულ სპორტულ გამოცემას უამრავ საინტერესო თემაზე ესაუბრა

ხორვატული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დავორ შუკერი რამდენიმე დღის წინ უკრაინაში იყო სტუმრად და ადგილობრივ ყოველდღიურ სპორტულ გამოცემას უამრავ საინტერესო თემაზე ესაუბრა - თავის ბიზნესზე, ედუარდო და სილვაზე და ასევე იმაზე, თუ რატომ უჭირთ აღმოსავლეთევროპულ კლუბებს დასავლელ კონკურენტებთან ბრძოლა. მკითხველს ინტერვიუს ყველაზე საინტერესო ფრაგმენტებს ვთავაზობთ.

- დავორ, თქვენ აქტიურ ფეხბურთს უკვე 8 წელია შეეშვით. ამჟამად რას საქმიანობთ?

- 2000 წელს ჯერ კიდევ ფეხბურთში ვიყავი, როცა ჩემი საფეხბურთო აკადემია გავხსენი. ამ 11 წელიწადში აკადემიის ქსელი გაფართოვდა. სკოლები ბევრგან მუშაობს, ხორვატიიდან დაწყებული ამერიკით დამთავრებული. იანვარში მორიგი სკოლის გახსნა კალგარიში მაქვს დაგეგმილი.

- ამ დღეებში კიევს ხრისტო სტოიჩკოვი სტუმრობდა. ამბობენ, რომ თავისი სკოლის გახსნას ის ჩვენთან გეგმავს. გეგმაში ეს თქვენც ხომ არ გაქვთ?

- შეუძლებელი არაფერია. დღევანდელ მსოფლიოში საზღვრები პრაქტიკულად აღარ არსებობს. თუკი უკრაინაში ვინმე ჩემთან თანამშრომლობას მოისურვებს, რატომაც არა?

- ეს თქვენი ბიზნესია?

- ეს არ არის კლასიკური ბიზნესი, ესაა საქმიანობა ფეხბურთის საკეთილდღეოდ. ცხოვრებაში ბევრს მივაღწიე, ახლა კი მაქვს საშუალება, რომ რაღაც გავაკეთო ხალხისთვის, ხორვატიის ნაკრებისთვის. არ მაინტერესებს რომელიმე კლუბში მუშაობა, მე მინდა მთელ მსოფლიოში ფეხბურთის განვითარება. მიზნად არც ვარსკვლავების გაზრდა მაქვს, უბრალოდ, ბავშვებს ფეხბურთის თამაშის საშუალებას ვაძლევ.

- დავორ, ხშირად ხვდებით 90-იანი წლების ხორვატიის ნაკრების წევრებს?

- ჩვენ გვაქვს ვეტერანთა კავშირი, თუმცა ერთმანეთს იშვიათად ვხედავთ, რადგან ყველანი დაკავებულები ვართ. თანაც, ხორვატია პატარა ქვეყანაა და ჩვენი გუნდით სხვებთან თამაშებს თითქმის არ ვატარებთ. ხანდახან “რეალის” ვეტერანთა გუნდში თუ დამიძახებენ ხოლმე. ბოლოს ფეხბურთი “ბაიერნთან” ვითამაშე. ასაკის მატებასთან ერთად უფრო ხშირად მახსენდება ნაკრებიც და “რეალიც”.

- რას ფიქრობთ ხორვატიის ნაკრებში ედუარდო და სილვას თამაშზე?

- ხორვატიის ჩემპიონატში ედუარდოს უამრავი გოლი გაჰქონდა. იმ მომენტში ნაკრებს სწორედ მისნაირი თავდამსხმელი სჭირდებოდა. თანაც ის ზაგრებში დიდი ხანი ცხოვრობდა და მეუღლეც ხორვატი ჰყავს. პირადად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.

- ხორვატიამ უკრაინასა და პოლონეთთან ევრო 2012-ის მასპინძლობის უფლება დათმო...

- დიახ, ხორვატიის განაცხადის წარმდგენი მე ვიყავი. თქვენც ძალიან ძლიერი წარმომადგენლები გყავდათ - შევჩენკო და... (რამდენიმე წამი ჩუმდება, მოკრივის პოზას იღებს და ამატებს) კლიჩკო. ჩვენ გვესმოდა, რომ უეფასთვის უკრაინა ბევრად პრიორიტეტული იქნებოდა. ჩემს ქვეყანაში სულ 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თქვენთან - 50. აუცილებლად გეწვევით ჩემპიონატის მიმდინარეობისას. ძალიან მინდა, რომ ხორვატიაც მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე. საბერძნეთთან გადამწყვეტი შეხვედრა გველის. მოვიგებთ და პირდაპირ გავალთ ჩემპიონატზე, თუ წავაგებთ, შემდეგ პლეი ოფში მოგვიწევს ჭიდაობა.

- როგორ ფიქრობთ, აღმოსავლეთევროპულ კლუბებს შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგის მოგება?

- უახლოეს წლებში ეს ნაკლებად მოსალოდნელია. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ინგლისში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიასა და იტალიაში ფეხბურთში ფულს ყოველთვის დებდნენ. აღმოსავლეთევროპელებმა კი ამის გაკეთება ბოლო ათწლეულშიღა დავიწყეთ. სწორედ ამიტომ არის, რომ წამყვანი ქვეყნები ბევრ რამეში გვისწრებენ. მათთან კონკურენცია ამ ეტაპზე ძალიან ძნელია. სიამოვნებით ვიტყოდი, რომ ზაგრების “დინამო” ლიგას მოიგებს-თქო, მაგრამ რეალობა უნდა გავითვალისწინოთ. იმავეს თქმა შემიძლია კიევის “დინამოზე”, “შახტარსა” და მოსკოვის ცსკა-ზეც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე