ყველაზე რეალური კანდიდატი დავიდე ბალარდინია
სერია A-ს დაწყებიდან ხუთი ტურია გასული, რის შემდეგაც "ბოლონიას" მხოლოდ ერთი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ფსკერზეა. ბუნებრივია, ეს ამბავი კლუბის მესვეურებს ძალიან არ მოსწონთ და შესაბამისად, მდგომარეობის გამოსწორებას ეშურებიან.

როგორც წესი, ასეთ დროს ჯოხი მწვთნელზე ტყდება ხოლმე და ასე მოხდა ამჯერადაც - გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პიერპაოლო ბიზოლი გათავისუფლებულია "ბოლონიას" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან და უახლოეს მომავალში, მისი შემცვლელის შერჩევა იგეგმება. კლუბის მესვეურებმა მადლობა გადაუხადეს ბიზოლის გაწეული შრომისთვის და სამომავლოდ წარმატებები უსურვეს. მწვრთნელი იმედგაცრუებული გახლავთ ამ გადაწყვეტილებით, რაც ჟურნალისტებთან არ დაუმალავს:

"სიმართლე გითხრათ, არ ველოდი თუ "ბოლონიას" მესვეურები ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდენ. როდესაც ზაფხულში მთავარ მწვრთნელად დამნიშნეს, ყოველ დღე გრძელვადიანი გეგმების დამუშავებაში ვიყავით და მათგან სრულ ნდობას ვგრძნობდი. ვფიქრობ, რომ არ შეიძლება მწვრთნელის მუშაობა ხუთი მატჩით განსაზღვრო და წარუმატებელი რეზულტატის შემთხვევაში, გაათავისუფლო. ნაწყენი ნამდვილად არ ვარ, უბრალოდ, მგონია, რომ "მოლონიას" ხელძღვანელებმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეს, რაც დადებით შედეგს არ გამოიღებს".

პრესაში უკვე გავრცელდა ცნობები იმის შესახებ თუ ვინ შეიძლება დაიკავოს ბიზოლის ადგილი. სახელდება ორი მთავარი კანდიდატურა: დავიდე ბალარდინი და სტეფანო პიოლი. პირველი მათგანი ბოლოს "ლაციოში" მუშაობდა, მეორე კი სულ ახლახანს "პალერმოდან" გამოაგდეს. უფრო ძვირად მაინც ბალარდინის შანსები ფასობს, რაზეც მისი კომენტარი ნათლად მეტყველებს:

"ვადასტურებ, რომ "ბოლონიას" მესვეურები შემეხმიანენ და საქმიან შეხვედრაზე შემითანხმდნენ. ბუნებრივია, საქმე გუნდის მთავარ მწვრთნელად ჩემს დანიშვნას ეხება. დღეს გამიჭირდება იმაზე საუბარი შედგება თუ არა შეთანხმება, თუმცა ერთი ნამდვილად ვიცი: "ბოლონია" საკმაოდ მესიმპათიურება და ამ გუნდში მუშაობაზე უარს არ ვიტყოდი. მთავარია, რომ პირობებზე შევთანხმდეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა