ბერგამოს "ატალანტას" 25 წლის ფეხბურთელისთვის ნაკრებში გამოძახება მოულოდნელი აღმოჩნდა და თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობს
გუშინდელ ნომერში გამცნეთ, რომ ჩეზარე პრანდელიმ იმ ფეხბურთელთა გვარები დაასახელა, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით სერბეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირებს. ისიც აღვნიშნეთ, რომ მთლიანობაში შემადგენლობა ნაცადია და ეს მიუხედავად იმისა, რომ იტალიის უმთავრესმა გუნდმა მიზანს მიაღწია და უკვე მოიპოვა უკრაინა-პოლონეთში გასამართი ევროფორუმის საგზური.

განაცხადში ერთადერთი დებიუტანტია, 25 წლის ლუკა ჩიგარინი, რომელიც ბერგამოს "ატალანტაში" ასპარეზობს და სეზონის სტარტზე რამდენიმე შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. ჩიგარინისთვის ნაკრებში გამოძახება მოულოდნელი აღმოჩნდა და თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობს:

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან იტალიის ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს, რითიც ცხოვრების უმთავრესი ოცნება ავისრულე. მართალია, ჯერ კიდევ არ ვიცი მომეცემა თუ არა თამაშის საშუალება, მაგრამ რადგან სიაში მოვხვდი, ე.ი. პრანდელის ჩემი საქმეში ნახვა სურს, რაც იმედებით მავსებს.

სიმართლე გითხრათ, არც კი ვფიქრობდი იმაზე, რომ პრანდელი რჩეულ ფეხბურთელთა შორის შემიყვანდა და როდესაც ეს ამბავი გავიგე, კარგა ხანი თავი სიზმარში მეგონა. ნამდვილად არ ვაჭარბებ, რადგან მართლა ბევრჯერ დამსიზმრებია, რომ ეროვნულ გუნდში გამომიძახეს. თუ თამაშის საშუალება მომეცა, ყველანაირად ვეცდები, რომ მწვრთნელის ნდობა ბოლომდე გავამართლო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად