რუსეთის კალათბურთის ნაკრების ლიდერი ანდრეი კირილენკო მოსკოვის ცსკა-ში დაბრუნდა, რომლის რიგებშიც ის 1998-2001 წლებში თამაშობდა
რუსეთის ნაკრების ლიდერი ანდრეი კირილენკო მოსკოვის ცსკა-ში დაბრუნდა, რომლის რიგებშიც ის 1998-2001 წლებში თამაშობდა.

ამის შესახებ არმიული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. კირილენკომ, რომელსაც ამ ზაფხულს ამოეწურა კონტრაქტი NBA-ის კლუბ "იუტა ჯაზთან", ცსკა-სთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც კირილენკოს შეუძლია NBA-ში დაბრუნდეს.

მოსკოვური კლუბის მთავარი მწვრთნელი იონას კაზლაუსკასი აცხადებს, რომ არასწორად მიაჩნია ლოკაუტის პერიოდში მოთამაშის NBA-დან აყვანა, მაგრამ კირილენკო - გამონაკლისია, რადგან მან ცსკა-სთვის და რუსეთის ნაკრებისთვის ძალიან ბევრი გააკეთა.

მოსკოვის ცსკა-ს შემადგენობაში კირილენკო ორჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონი, 2001 წელს კი NBA-ში გაემგზავრა, სადაც პირველ სეზონში დებიუტანტთა სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

შარშან "იუტას" შემადგენლობაში კირილენკომ 64 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 11.7 ქულა და 5.1 მოხსნა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად