მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი როდიკმა ორ სეტში წააგო სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან
პეკინში ATP-ის ტურნირში მონაწილეთა შემადგენლობა უფრო მოკრძალებულია. აქ პირველივე დღეს სენსაცია მოხდა - მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი როდიკმა ორ სეტში წააგო სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან, რომელთანაც მანამდე ორიდან ორი მატჩი ჰქონდა მოგებული.

როგორც ჩანს, ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ როდიკმა ისევ დაკარგა სათამაშო ფორმა. აღნიშნულ შეხვედრაში ამერიკელმა ყველა კომპონენტში წააგო ანდერსონთან - სამით ნაკლები ეისი ჩააწოდა, ორით ნაკლები ბრეიკი აიღო და შესაბამისად, მატჩი ორ პარტიაში დათმო - 4:6, 5:7.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე როდიკმა ისევ გააკვირვა ჟურნალისტები და გულშემატკივრები არასტანდარტული ქცევით.

თავიდან როდიკმა კომენტარი გაუკეთა ანდერსონთან მატჩს: "თუ მე ორ ბრეიკს ვაკეთებ პარტიაში და მაინც ვაგებ, გამოდის, რომ ჩემი მოწოდება არ მუშაობს. ეს აბსოლუტურად დაუშვებელია".

შემდეგ ერთ-ერთმა რეპორტიორმა ჰკითხა 29 წლის ენდის - ხომ არ აპირებს ის უახლოეს პერიოდში კარიერის დასრულებას ტურში ბოლოდროინდელი წარუმატებლობების გამო.

"ჩემი აზრით, შენ გჭირდება კარიერის დასრულება", - მშვიდად უპასუხა სპორტსმენმა, რის შემდეგაც მან დარბაზი მიატოვა.

გუშინ, არ გაუმართლა კიდევ ერთ ამერიკელ ჩოგბურთელს. ჯონ ისნერმა უარი თქვა პირველი წრეში თამაშზე, მიზეზად კი ტრავმა დაასახელა.

ისნერი რუსმა თეიმურაზ გაბაშვილმა შეცვალა, რომელმაც პეკინის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალი წააგო. აღსანიშნავია, რომ გაბაშვილმა გუშინ უკვე მოასწრო პირველი წრის მატჩის წაგება ივან ლუბიჩიჩთან - 5:7, 5:7.

ATP

China Open

პეკინი (ჩინეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 100 000 დოლარი

I წრე

მიხაილ იუჟნი (რუს)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 4) 6:3, 6:2; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 1)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 7:6(5), 7:5; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 3)-იურგენ მელცერი (ავსტრია) 7:5, 7:5; ივან ლუბიჩიჩი (ხორ)-თეიმურაზ გაბაშვილი (რუს) 7:5, 7:5; მარსელ გრანოლერსი (ესპ)-ჟილ სიმონი (საფ, 5) 6:3, 6:1.

Japan Open

ტოკიო (იაპონია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 100 000 დოლარი

I წრე

მარდი ფიში (აშშ, 4)-რაიან ჰარისონი (აშშ) 6:4, 3:6, 7:5; ერნესტ გულბისი (ლატ)-ლუკაშ კუბოტი (პოლ) 6:3, 3:6, 7:5; დავიდ ნალბანდიანი (არგ)-ლუკაშ როსოლი (ჩეხ) 6:1, 6:1; დავიდ ფერერი (ესპ, 3)-კეი ნიშიკორი (იაპ) 6:4, 6:3; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრალია)-ვიქტორ ტროიცკი (სერ, 5) 7:6(6), 7:6(1); რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-გო სოედა (იაპ) 6:3, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა