გერმანიაში, საპასპორტო კონტროლის დროს აეროპორტის თანამშრომლებმა ეჭვი შეიტანეს ვიზის კანონიერებაში, რომელიც სპორტსმენმა წარადგინა

ყოფილი რუსი ჩოგბურთელი დინარა საფინა გერმანიაში ყოფნისას პოლიციის განყოფილებაში მოხვდა. საპასპორტო კონტროლის დროს აეროპორტის თანამშრომლებმა ეჭვი შეიტანეს ვიზის კანონიერებაში, რომელიც სპორტსმენმა წარადგინა. როგორც საფინა ყვება, მის პიროვნებას ხუთი ადამიანი ამოწმებდა.

"მათ შეეძლოთ აეკრიფათ Google, შეეტანათ იქ ჩემი სახელი და გაიგებდნენ, ვინც ვარ!" - აღშფოთებას ვერ მალავდა საფინა. ჩოგბურთელის თქმით, პოლიციაში ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს საშიში პატიმარი იყო. დინარამ დაამატა, რომ მისი პიროვნების დადგენის შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა სპორტსმენს ავტოგრაფი სთხოვა.

გერმანიაში საფინამ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, რის შემდეგაც საბოლოოდ გახდება ცნობილი - შეძლებს თუ არა რუსი კარიერის გაგრძელებას. ზურგის არეში ტკივილების გამო საფინამ 2010 წელს ბევრი ტურნირი გამოტოვა, 2011 წლის მაისში კი დროებით შეაჩერა კარიერა. ორი დღის წინ დინარას ძმამ მარატ საფინამ განაცხადა, რომ მისი და, სავარაუდოდ, ძალიან მალე გამოაცხადებს კარიერის დასრულების შესახებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე