გუშინ საღამოს, სტამბულის რეისით თბილისში ლაშა ხმალაძე, ალექსანდრე თოდუა და ნაკრების მენეჯერები ჩამოვიდნენ
გუშინ საღამოს, სტამბულის რეისით თბილისში ლაშა ხმალაძე, ალექსანდრე თოდუა და ნაკრების მენეჯერები ჩამოვიდნენ.

ამავე რეისით ჩამოფრინდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი და მისი მოადილე - დავით ნამგალაური. დღეს, გამთენიისას ბრუნდებიან - ირაკლი ჩხიკვაძე, გივი ბერიშვილი, ლევან დათუნაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ლაშა მალაღურაძე, დავით კაჭარავა, დავით ხინჩაგიშვილი, ლექსო გუგავა და ვასილ კაკოვინი.

ლადო ვარძელაშვილი: "საქართველოს ნაკრების თამაშს ახალ ზელანდიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც სრულიად ლოგიკურია.

ჩვენმა ნაკრებმა უძლირეს მეტოქეებთან ღირსეულად ითამაშა და არგენტინის ნაკრებს, რომელიც წინა მსოფლიოს თასის პრიზიორია, პირველი ტაიმი სულაც მოუგო. მთლიანობაში ნაკრების გამოსვლით კმაყოფილი ვარ. პროგრამა მინიმუმი შესრულდა, რუმინეთის ნაკრებს მოვუგეთ. სახელმწიფოს დახმარების პროგრამა რაგბისთვის გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ".

დავით ნამგალაური: "ნაკრებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ყველას დაანახვა რომ გრნადებთან ღირსეულად თამაში შეუძლია. ყველაზე მეტად, რაც ჩვენ ბიჭებს დააკლდათ, ეს ძლიერ გუნდებთან თამაშის დეფიციტია და იმედი მაქვს, რომ ამ მხრივ სიტუაცია შეიცვლება, მომავალში ინგლისი, საფრანგეთი და სხვა ელიტარული ნაკრები არამარტო მსოფლიოს თასზე, არამედ მანამდეც ტესმატჩებშიც დაგვიპირისპირდებიან, რაც ჩვენ უფრო მეტად გაძლიერების საშუალებას მოგვცემს".

ალექსანდრე თოდუა: "კმაყოფლი ვარ როგორც ჩემი, ისე ნაკრების თამაშით. მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ ძლიერ გუნდებთან თამაშების ნაკლებობამ თავისი გაიტანა. ინგლისთან ტრავმის შემდეგ, მოედანზე დარჩენა კი მინდოდა, მაგრამ ექიმებმა ნება არ მომცეს და სწორადაც მოიქცნენ. გამოჯანმრთელება მოვახერხე და ბიჭებს დავეხმარე".

ლაშა ხმალაძე: "არგენტინასთან გატანილი ლელო როგორ გამიხარდა ყველამ ნახეთ, თუმცა ეს ლელო მარტო მე არ გამიტანია, მთელი გუნდის დამსახურება იყო ის, რომ ნაკრები არგენტინასთან დაწინაურდა. სამწუხაროდ, შემდეგ გამარჯვება ვეღარ მოვახერხეთ. მაგრამ არაფერია, ყველაფერი წინ გვაქვს. ვივარჯიშებთ და მომავალში მეტს შევძლებთ".

msy.gov.ge

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად