ამერიკულმა კლუბმა "ჩიკაგო ფაიარმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერან მცველს, რიო ფერდინანდს კონტრაქტი შესთავაზა
ამერიკულმა კლუბმა "ჩიკაგო ფაიარმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერან მცველს, რიო ფერდინანდს, რომელიც ნოემბერში 33 წლის გახდება, კონტრაქტი შესთავაზა - "მეიჯორ ლიგ სოკერში" გადმოდი და ჩვენი დევიდ ბექჰემი გახდიო.

თურმე, ჩიკაგოელებს მიზნად მაღალი დონის ევროპელი ვარსკვლავის ყიდვა დაუსახავთ. მათ "ლოს ანჯელეს გელექსისთან" სურთ გაჯიბრება და ამის მისაღწევად, ერთ-ერთ ხერხად, ფერდინანდის გადაბირება მოუფიქრებიათ.

გარდა იმისა, რომ ფერდინანდი ახალგაზრდა აღარ არის, მას "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი უთავდება - თუ მანამდე ახალი ხელშეკრულება არ გააფორმა, სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება. ჩიკაგოელებიც არ ჩქარობენ. მათ უთქვამთ, რომ ფერდინანდის გადაბირება სწორედ ზაფხულიდან უნდათ. ისინი ინგლისელ მცველს ამერიკაში გადასახლებასა და კარიერის იქ დასრულებას სთავაზობენ.

მოგეხსენებათ, "ლიდს იუნაიტედისა" და "ვესტ ჰემის" ყოფილი ფავორიტი ბოლო სამი წელიწადია ტრავმებმა განსაკუთრებით დატანჯა. ინგლისის ნაკრების თავკაცმა, ფაბიო კაპელომ ის ჩერნოგორიას წინააღმდეგ სათამაშოდ აღარც გამოიძახა და, საერთოდაც, ისე ჩანს, რომ ნელ-ნელა ფერდინანდის სანაკრებო კარიერა დასასრულს უახლოვდება.

ცნობილია, როვ ვეტერანს ძალიან უნდა გაისად ზაფხულში, ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში, ევროპის ჩემპიონატზე გამოვიდეს, მაგრამ სერიოზული კონკურენციის წინაშე დგას. დაცვის ცენტრში მას ადგილს გარი კეჰილი, ფილ ჯონსი და კრის სმოლინგი ეცილებიან.

ხელფასის ამბავი როგორ იქნება? სავარაუდოდ, ისევე, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედშია". საქმე ის გახლავთ, რომ ბრიტანეთისგან განსხვავებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ბეგარა გაცილებით ცოტაა, ასე რომ "ჩიკაგო ფაიარი" ფერდინანდისთვის კვირაში 120 ათასი ფუნტის ტოლფასი გასამრჯელოს გადახდას შეძლებს.

ინგლისურმა ტაბლოიდებმა შეიტყვეს, რომ პრემიერლიგის ჩემპიონთა მცველს ამერიკაში გადასვლაზე კატეგორიული უარი არ უთქვამს - როგორც ჩანს, ჩიკაგოში გადასახლებას ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად განიხილავს. ამბობენ, რომ თუ ფერდინანდი ამერიკაში არ წავა, ზაფხულში მის აყვანას "ტოტენჰემ ჰოთსპურიც" მოიწადინებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა