თათია მიქაძემ ბერძენი მარია საკარი 6:1, 6:2 დაჯაბნა, ნათია გეგიამ კი ბელარუს ლიძია მაროზავას 6:1, 6:4 მოუგო
ერევნის ტურნირის (25 ათასი დოლარი) I წრე 4-მა ქართველმა დაძლია. გუშინ უკვე ვწერდით, რომ 15 წლის ანი გოგვაძემ მოუგო თანამემამულე თამარ ჭალაგანიძეს - 6:4, 6:2.

დღეს სხვა ჩვენებურებზეც მოგახსენებთ - მე-4 ნომრად განთესილმა სოფიო შაფათავამ (243) უკრაინელ ანა შკუდუნს მოუგო - 6:3, 6:4. თათია მიქაძემ "უაილდ ქარდით" მიწვეული ბერძენი მარია საკარი დაჯაბნა - 6:1, 6:2, ნათია გეგიამ კი ბელარუს ლიძია მაროზავას მოუგო - 6:1, 6:4.

ტურნირს გამოეთიშა ეკა გორგოძე, რომელსაც მე-2 ნომრად განთესილმა ამერიკელმა ჯულია კოენმა (178) მოუგო - 6:4, 6:1. მერვედფინალში ნათია გეგიას არ გაუმართლა - პირველ ნომრად განთესილ უკრაინელ ლესია ცურენკოს (119) ხვდება, ძლიერია მიქაძის მეტოქეც - ჯულია კოენი. გოგვაძე მე-6 ნომრად განთესილ უკრაინელ ირინა ბურიაჩოკს (300) ეთამაშება, ხოლო შაფათავა - იტალიელ ანასტასია გრიმალსკას (332).

წყვილთა ბადის მეოთხედფინალში შაფათავასა და მიქაძის დუეტია გასული, ისევე როგორც, გეგია და სომეხი ანი ამირაღიანი. ამერიკულ უილიამსბურგში (10 ათასი დოლარი) "უაილდ ქარდით" თამაშობს მაგდა ოქრუაშვილი, მისი მეტოქე მასპინძელი ქეთლინ ჰორისკეია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა