ამერიკელმა ჯეიმს ბლეიკმა დროებით კარიერის შეწყვეტა გადაწყვიტა

ამერიკელმა ჯეიმს ბლეიკმა დროებით კარიერის შეწყვეტა გადაწყვიტა. ჩოგბურთელი, რომელიც ამჟამად 117-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს კლასიფიკაციაში, ამერიკის ღია პირველობის შემდეგ წავა სპორტიდან.

"ძალიან დავიღალე და დასვენება მესაჭიროება. ჩემი ფიზიკური ფორმა შორს არის იდეალურისგან. მრავალრიცხოვანი ტრავმების გამო ბოლო ერთი წელი საშუალება არ მქონდა, მთელი ძალით მეთამაშა ტურნირებზე.

თუ შესვენებამ არ მიშველა, მომიწევს სხვა ვარიანტებზე ფიქრი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უახლოეს ერთ წელიწადში შევძლებ დაბრუნებას", - ამბობს ამერიკელი ჩოგბურთელი.

ცნობისთვის, 2 ოქტომბერს ბლეიკმა ცინცინატის მასტერსზე პირველი წრის მატჩი გამართა ყაზახ დენის ისტომინთან და 45 წუთში დათმო შეხვედრა - 3:6, 0:6.

ამასობაში ცნობილი გახდა იმ ჩოგბურთელთა გვარები, რომლებმაც ამერიკის ღია პირველობაზე სპეციალური მიწვევა, ე. წ. უაილდ-ქარდი მიიღეს. მიწვეულ მოთამაშეებს შორის ხუთი ამერიკელია. ერთ-ერთი სწორედ ჯეიმს ბლეიკი გახლავთ. მის გარდა, "დიდი სლემის" რიგით მეოთხე ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდებიან - ბრედლი კლანი, ჯეკ სოკი, რაიან სვიტინგი და რაიან იანგი. კიდევ ორი უაილდ-ქარდი უცხოელებმა მიიღეს - ავსტრალიელმა კარსლენ ბოლმა და ფრანგმა გიიომ რუფენმა.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა