"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ინგლისური გამოცემის "ფორ ფორ თუს" მკითხველების შეკითხვებს უპასუხა
ორიოდ დღის წინ "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ინგლისური გამოცემის "ფორ ფორ თუს" მკითხველების შეკითხვებს უპასუხა. ფრანგი სპეციალისტი მრავალ საინტერესო თემას შეეხო.

- როდის მიხვდით, რომ სწორედ ფეხბურთი უნდა გამხდარიყო თქვენი პროფესია?

- სკოლაში საკმაოდ კარგად ვსწავლობდი, თუმცა ჩემთვის ყოველთვის აშკარა იყო, რომ თუკი მოვახერხებდი მთელი ცხოვრების ფეხბურთში გატარებას, ამის საწინააღმდეგო არაფერი მექნებოდა. ვარჯიში 9 წლისამ დავიწყე, მაგრამ ეს რაღაც არასერიოზული იყო. მეჩვენებოდა, თითქოს სიზმარში ვცხოვრობდი.

ჩემს მშობლებს უჭირდათ იმ ფაქტთან შეგუება, რომ მათი შვილი, ვინც კარგად სწავლობდა, სამუშაოდ შეიძლებოდა ფეხბურთში წასულიყო. იმ დროს ეს არასერიოზული კაცის პროფესიად აღიქმებოდა. მშობლებს უნდოდათ, რომ ისტორიკოსი ან იურისტი გამოვსულიყავი ან რამე ამისთანა პროფესიის.რომ დამერწმუნებინა მათთან ბრძოლა მომიხდა. საბედნიეროდ კარგი კარიერა გამომივიდა.

- თქვენ თავად თამაშობდით ფეხბურთს. რა დონის მოთამაშე იყავით?

- საერთაშორისო არენაზე თავი არ წარმომიჩენია, მაგრამ მაღალ დონეზე ნამდვილად ვითამაშე (1979 წელს ვენგერი "სტრასბურის" შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. რედ). ხანდახან ვფიქრობ, თანამედროვე ფეხბურთელის ნიშან-თვისებები რომ მქონოდა, რამდენად კარგი ფეხბურთელი ვიქნებოდი. თუმცა არ ვიცი. მე გვიან გავხდი პროფესიონალი. მაქს ჰილდი, მწვრთნელი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა, ამბობდა, რომ კარგი ფეხბურთელი ვიყავი. თავდაპირველად თავდასხმაში დავიწყე, შემდეგ ნახევარდაცვაში ჩამომწიეს, კარიერა კი ცენტრალურ მცველად დავასრულე.

- მაქს ჰილდმა თქვენ ერთდროულად რეი პარლორსა და როი კინს შეგადარათ. ეს სამართლიანია?

- მოხარული ვიქნებოდი, ორივე ჩემს თავში რომ გამეერთიანებინა.

- მწვრთნელობას თავიდანვე აპირებდით? აწარმოებდით თუ არა თქვენს ჩანაწერებს?

- ასე კონკრეტულად არაფერს ვგეგმავდი, რადგან არ ვიცოდი, რამდენად ვივარგებდი ამ საქმისთვის. თუმცა ჩემს მწვრთნელებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, რადგან ფეხბურთისადმი მათ ვნებას ვიზიარებდი.

ხანდახან 600 მილი გამივლია, რომ კარგ ფეხბურთელს დავკვირვებოდი, მატჩამდე 2 საათით ადრეც მივსულვარ სტადიონზე და იმავე ღამეს შინ დავბრუნებულვარ. 31 წლისა "სტრასბურის" აკადემიაში მწვრთნელიც ვიყავი, სკაუტიც, ფიზიოთერაპევტიც, კაპიტანიც... ყველაფერი ერთად. ამ დროს კარგი გამოცდილება დავაგროვე.

- ცნობილია, რომ ჭამისადმი "არსენალის" ფეხბურთელების დამოკიდებულება შეცვალეთ. არის თუ არა ისეთი ბრიტანული საჭმელი, რომლის გარეშე ვერ ძლებთ?

- შემწვარი თევზი და კარტოფილი მაინცდამაინც არ მიყვარს, მიყვარს: საშობაო პუდინგი, ღვეზელი ალუბლით, ვაშლით, ნაყინით.

თავადაც მიყვარს ისეთი საჭმელები, რომელიც არ არის სასარგებლო, თუმცა ყოველთვის სისულელედ მიმაჩნდა, როცა ფეხბურთელი მთელი კვირა ვარჯიშობდა და მერე თამაშს იმის გამო ტოვებდა, რომ წინა საღამოს რაღაც ისეთი მიირთვა. მახსოვს, "არსენალში" ჩემი პირველი მატჩისთვის ბლექბერნში მივდიოდით და ფეხბურთელები მღეროდნენ "ჩვენ გვინდა ჩვენი მარსის შოკოლადიო". ისინი ამას თამაშის წინ აკეთებდნენ ხოლმე და მე ეს ტრადიცია დავარღვიე.

- რა მიგაჩნიათ "არსენალში" თქვენს მთავარ მიღწევად?

- რა თქმა უნდა ჩემპიონატის მოგება წაუგებლად, იმიტომ, რომ ეს ურთულესია, მაგრამ მიღწევა მაინც შეიძლება. როცა ნოემბერში ნიუკასლში ჩადიხარ სათამაშოდ, ოქტომბერში, ვთქვათ, პორტსმუთში, 1 იანვარს "შეფილდ უენსდისთან" - ამ ბნელ ღამეებში, როცა ყველაფერი შენს წინააღმდეგაა და შენ თამაშებს მაინც არ აგებ, ეს მართლაც ფანტასტიკაა.

- არ ფიქრობთ, რომ ვიეირასა და ანრის გაყიდვა თითო წლით ადრე ჯობდა? მაშინ ხომ ბევრად მეტ ფულს მიიღებდით?

- ვიეირასთან დაკავშირებით "იუვენტუსისგან" ისედაც გიჟური წინადადება მივიღეთ. ის მაშინ 29 წლის იყო და აქედან 9 წელიწადი ჩვენთან ჰქონდა გატარებული. იტალიელებმა კი მას 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ჩვენც შევძლებდით იმავეს შეთავაზებას და არც ის მინდოდა, რომ მისთვის ამის შანსი დამეკარგა.

ანრისთან დაკავშირებით შემდეგი სიტუაცია იყო: ჩვენ ის იყო ახალ სტადიონზე ვიყავით გადასულები, დარწმუნებული ვიყავით, რომ ტრიბუნებს შევავსებდით და რითი უნდა გვემართლებინა თავი გულშემატკივრების წინაშე? ერთი წლის შემდეგ მან თავად ითხოვა გაყიდვა. ბუნებრივია, ძალით მას ვერ გავაჩერებდი.

- იყო ვინმე ისეთი, ვინც თქვენ რეალურად გაღიზიანებდათ, თუ დიდი წილი ისტორიებისა ამასთან დაკავშირებით გაზეთების მიერ არის მოგონილი?

- მაღიზიანებს მწვრთნელთა მცდელობები, თამაშის წინ ზეწოლა მოახდინონ მსაჯებზე. მაღიზიანებს ასევე თამაშის შემდეგ მათ შეცდომებზე განსაკუთრებული რეაქციები. დიახ, ხანდახან ფერგიუსონი მართლა მიშლიდა ნერვებს, ზუსტად ისე, როგორც მე ვუშლიდი მას ნერვებს, მაგრამ ეს ყველაფერი თამაშის ნაწილია. არ მჯერა, რომ ასეთ დონეზე შეიძლება მოედანზე ვინმესთან მეტოქე იყო, ცხოვრებაში კი მეგობრად დარჩე.

- თქვენ კონტრაქტი არასოდეს დაგირღვევიათ. არ გეჩვენებათ, რომ ფეხბურთელებმა დაკარგეს თავიანთი "მორალური კომპასი", თუ მათ ეს არც არასოდეს ჰქონიათ?

- ფეხბურთს მთელ მსოფლიოში უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრია. ინგლისის პრემიერლიგის ყოველ დიდ შეხვედრას 500-დან 700 მილიონამდე ადამიანი უყურებს. წარმოიდგინეთ პატარა ინდოელი ან სამხრეთაფრიკელი ბავშვი, რომელი უეინ რუნის ან სესკ ფაბრეგასს აკვირდება. მათი გავლენა ამ ბავშვებზე უმნიშვნელოვანესია. მეჩვენება, რომ ჩვენს ქვეყნებში, რომლებიც ამხელა ისტორიის პატრონები არიან, მათ შორის საომარის, მულტიკულტურულ გუნდებს შეუძლიათ იმის დემონსტრირება, როგორ უნდა იცხოვრო სწორად და როგორ მიაღწიო მიზანს ცხოვრებაში.

- თუკი ზეპ ბლატერი მაინც შემოიღებს კვოტას ლეგიონერებზე, იქნება თუ არა ეს ცუდი პრემიერლიგისთვის?

- ყოველთვის ვიბრძოდი ლიმიტების წინააღმდეგ, რადგან მათ სრულ სისულელედ მივიჩნევ. სპორტმა უძლიერესებს უნდა გაუხსნას გზა. შენ შეიძლება ჩემი შვილი იყო, მაგრამ სათანადოდ კარგი თუ არ ხარ, "არსენალში" ვერასოდეს ითამაშებ. თუნდაც ტონი ბლერის შვილი იყო, მხოლოდ ამის გამო ნიუკასლში არავინ გათამაშებს. და თუკი კარგი ხარ, არა აქვს მნიშვნელობა რა გქვია, რომელი რასის ხარ და საიდან ხარ წარმოშობით.

- ფეხბურთში მხოლოდ ერთი წესის შეცვლა რომ შეგეძლოთ რას იზამდით?

- ბევრ რამეს შევცვლიდი, მაგრამ უპირველესად წესს დავამკვიდრებდი, რომ მხოლოდ კაპიტანს ჰქონდეს მსაჯთან დალაპარაკების უფლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ვან დე სარმა თავისი აზრით ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა
სლოტი იხტიბარს არ იტეხს - რას აპირებს "ლივერპული" ზაფხულში?
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა