ბუნდესლიგის ფეარ პლეის რეიტინგში ბოლო ადგილზე მყოფი ბერლინის "ჰერტას" ანგარიშზე უკვე 22 გაფრთხილება და 2 გაძევებაა
ბუნდესლიგის ფეარ პლეის რეიტინგში ბოლო ადგილზე ბერლინის „ჰერტაა“. მარკუს ბაბელის შეგირდებმა გერმანიის ჩემპიონატის განვლილ რვა ტურში უკვე 22 ყვითელი და 2 წითელი ბარათი მიიღეს, რაც ბერლინულ კლუბს ბუნდესლიგის ყველაზე აგრესიულ გუნდად აქცევს.

საბედნიეროდ, ლევან კობიაშვილი გაწითლებულებს შორის არაა, ყვითელი ბარათი კი ამ სეზონში უკვე ორჯერ დაიმსახურა.

„დასამალი არაფერია, მე ბიჭებს ყოველთვის ვეუბნები, რომ აგრესიული ფეხბურთი უნდა ითამაშონ, ოღონდ აგრესია ზომიერი უნდა იყოს. შესაბამისად, არ მიკვირს, რომ ამ ეტაპზე ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი ბარათები ჩემს ფეხბურთელებს აქვთ მიღებული. თანაც, იმის გამო, რომ ჩვენ პირველ ბუნდესლიგაში ახლახან დავბრუნდით, მსაჯები ფეხბურთელებს უფრო თამამად გვიფრთხილებენ. მაგალითად, არბიტრები მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელებს უფრო იოლად ინდობენ ხოლმე“, - აცხადებს „ჰერტას“ თავკაცი მარკუს ბაბელი.

მართლაც საინტერესოა ის, რომ მაგალითად „ვერდერთან“ მატჩში, რომელიც ბერლინელებმა 1:2 წააგეს, ბრემენელმა ფეხბურთელებმა თამაშის წესები 22-ჯერ დაარღვიეს, „ჰერტას“ მოთამაშეებმა კი 17-ჯერ, ბარათების შეფარდება კი პირიქით იყო და თანაც, დიდი სხვაობით: 2-8.

„ვერდერთან“ შეხვედრაში ადრიან რამოსი და კრისტიან ლელი გაძევებებს არ იმსახურებდნენ. მე სულაც არ მინდა, რომ მსაჯებმა დაგვინდონ, როცა დასანდობები არ ვართ, მაგრამ თუკი სხვა კლუბებს აშკარად ინდობენ, ეს უკვე უსამართლობაა, - ამბობს ბაბელი და იქვე დასძენს, - სხვათა შორის, „ჰერტას“ დაჩაგვრას მსაჯებს მეორე ბუნდესლიგაშიც ვატყობდი და ეს არ მსიამოვნებდა. როცა „ჰერტას“ მთავარ მწვრთნელად დავინიშნე, აქაურებმა მითხრეს, მსაჯები ხშირად ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებენო და მაშინ ამაზე გულიანად გამეცინა. ახლა კი ვხვდები, რომ ეს ყველაფერი მართალი ყოფილა.“

თუმცა მარკუსს გერმანელი არბიტრების განაწყენება არ სურს და იქვე დასძენს, ჩვენი მსაჯები ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოები არიან, შესაბამისად, იმედს ვიტოვებ, რომ „ჰერტას“ ჩაგვრა დროებითი და შემთხვევითი მოვლენაა და არა გამიზნული საქციელიო.

ფრინგსი ისევ ბრემენში?

„ვერდერის“ მენეჯერმა კლაუს ალოფსმა განაცხადა, რომ თუ ტორსტენ ფრინგსი ბრემენში დაბრუნდებას მოისურვებს, ამის წინააღმდეგი არ იქნება. „ტორსტენს ბრემენული ფესვები აქვს და მისი დაბრუნება ყოველთვის გაგვიხარდება. მართალია, უკვე ასაკშია და ალბათ კარიერასაც მალე დაამთავრებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მისი გაშვება ჩვენი სურვილი არ ყოფილა,“ - უთხრა ალოფსმა „შპორტ-ბილდს“.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ფრინგსმა „ვერდერი“ ზაფხულში დატოვა და ამერიკაში, კერძოდ, „ტორონტოში“ ასპარეზობს. ბრემენული კლუბის რიგებში მას ბუნდესლიგის ეგიდით 326 მატჩი აქვს ჩატარებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"