"ბოლონიას" ახალ მთავარ მწვრთნელად სტეფანო პიოლი დანიშნეს, რომელიც ბოლოს "პალერმოს" ედგა სათავეში და მაურიციო ძამპარინის მორიგი მსხვერპლი შეიქმნა
გუშინდელ ნომერში გამცნეთ იმის შესახებ, რომ "ბოლონიას" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პიერპაოლო ბიზოლი გაათავისუფლეს, რაც გუნდის უარყოფითი შდეგებით გახლდათ განპირობებული. შეგახსენებთ, რომ სერია A-ს სტარტიდან ხუთი ტურია გასული, "როსობლუს" აქტივში კი ერთადერთი ქულა და სატურნირო ცხრილში უკანასკნელი ადგილია.

გამომდინარე აქედან, მწვრთნელის გათავისუფლება არავის გაკვირვებია. გუშინ გავრცელებული ცნობის თანახმად, "ბოლონიას" ახალ მთავარ მწვრთნელად სტეფანო პიოლი დანიშნეს, რომელიც ბოლოს "პალერმოს" ედგა სათავეში და მაურიციო ძამპარინის მორიგი მსხვერპლი შეიქმნა.

მოკლედ, პიოლი გაგდებულია სიცილიიდან, თუმცა იმას ნამდვილად ვერ დავიჩემებთ, რომ მის ხელში "პალერმო" ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. პიოლიზე "ბოლონიას" მესვეურები დიდ იმედებს ამყარებენ, დანარჩენზე კი თავად მწვრთნელი იტყვის:

"საბედნიეროდ, მალე გამომიჩნდა ახალი სამსახური და თანაც ისეთი, როგორსაც კარგა ხანი ველოდი. მართალია, "ბოლონია" სუპერკლუბთა კატეგორიას არ მიეკუთვნება, მაგრამ სამაგიეროდ, ისეთ ხალხთან მომიწევს მუშაობა, რომლებიც ყველანაირად გვერდში დამიდგებიან. ამას კლუბის მესვეურებთან პირველივე შეხვედრაზე მივხვდი და გადაწყვეტილების მიღებაზე დიდ ხანს აღარ მიფიქრია. ორწლიანი ხელშეკრულება გავაფორმე, რომელიც ვფიქრობ, რომ კიდევ არაერთი წლით გახანგრძლივდება. ამ ქალაქში ფანატიკურად უყვართ თავიანთი გუნდი და დიდი იმედი მაქვს, რომ მათ მოლოდინს სრულად გავამართლებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა