ბრიტანელი "მაკლარენის" გუნდში 2010 წლიდან გამოდის და დღემდე ოთხი გრანპრი მოიგო
გუშინ, მნიშვნელოვანი გარიგება შედგა ფორმულა 1-ში. ბრიტანულმა საჯინიბო "მაკლარენმა" მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა ჯენსონ ბატონთან.

ბრიტანელი ამ გუნდში 2010 წლიდან გამოდის და დღემდე ოთხი გრანპრი მოიგო. ჯერჯერობით არ სახელდება ხელშეკრულების ფინანსური პირობები და მისი მოქმედების ვადა, თუმცა "მაკლარენი" ირწმუნება, რომ ლაპარაკია მრავალწლიან ხელშეკრულებაზე.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ჩემპიონატში ბატონი საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე იმყოფება და ვიცეჩემპიონობის რეალური შანსი გააჩნია.

"ასე კომფორტულად თავი არასოდეს მიგრძვნია. ამ გუნდის რიგებში მოვიგე ოთხი საუკეთესო რბოლა ჩემს კარიერაში, ამჟამად მეორე ადგილს ვიკავებ პირად ჩათვლაში და ვგრძნობ, რომ ასეთ საუკეთესო ფორმაში არასოდეს ვყოფილვარ.

ასეთი ფორმის მიღწევა კი მხოლოდ სათანადო მხარდაჭერით არის შესაძლებელი და მე მართლაც მიმაჩნია, რომ "მაკლარენში" გამარჯვებისკენ სწრაფვა უფრო მეტია, ვიდრე სხვაგან. როგორც პილოტი, უჩვეულოდ ძლიერ ემოციებს ვგრძნობ იმის გამო, რომ იმ გუნდის ნაწილი ვარ, რომელმაც უფრო გაამყარა ჩემი სურვილი კიდევ დიდი ხნით დავრჩე ფორმულა 1-ში.

არასოდეს დამიმალავს, რომ მინდა მოვიგო რბოლები და ვიბრძოლო ჩემპიონის ტიტულისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ გუნდში მე შევძლებ დასახული მიზნის მიღწევას. "მაკლარენში" იციან გამარჯვება. ერთად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მომდევნო წლებში ჩემპიონობა მოვიპოვოთ", - აღფრთოვანებას ვერ მალავდა ახალი კონტარქტის გაფორმებით მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!