ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

NHL ცხრა დებიუტანტით იწყება

NHL ცხრა დებიუტანტით იწყება

ცნობილია, რომ 2011 წლის დრაფტის ცხრა ჰოკეისტმა გააფორმა კონტრაქტი და მზად არის ლიგაში პირველი მატჩების ჩასატარებლად
ორ დღეში ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ახალი სეზონი იწყება და საინტერესოა, წლევანდელ დრაფტზე არჩეულ რომელ ჰოკეისტებს ექნებათ წელსვე NHL-ში დებიუტის საშუალება?

ცნობილია, რომ 2011 წლის დრაფტის ცხრა ჰოკეისტმა გააფორმა კონტრაქტი და მზად არის ლიგაში პირველი მატჩების ჩასატარებლად. ვნახოთ, ვინ დაიკავებს კუთვნილ ადგილს ძირითად შემადგენლობაში ჩემპიონატის სტარტზე.

2007 წლის დრაფტიდან მივეჩვიეთ, რომ პირველ ნომერს აუცილებლად აქვს დებიუტი NHL-ში. ტრადიცია გრძელდება და რაიან ნიუჯენტ-ჰოპკინსი თავის შანსს მიიღებს "ედმონტონში". წინასასეზონო მატჩებში "მენავთობეების" ახალბედა ახალგაზრდულ სამეულში ტაილორ ჰოლისა და ჯორდან ებერლეს მხარდამხარ თამაშობდა.

ეს ტრიო სისწრაფის, ტექნიკისა და შემართების გარანტია იქნება. "ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, მწვრთნელს გაუჭირდება ნიუჯენტ-ჰოპკინსის შემადგენლობიდან ამოგდება და მისი ფარმკლუბში გაშვება", - განაცხადა ჰოლმა.

კიდევ უფრო მარტივი სიტუაციაა "კოლორადოში", რადგან დიდი ხანია ლაპარაკობენ იმაზე, რომ დრაფტის მეორე ნომერი გაბრიელ ლანდესკოგი ყველაზე უკეთ არის მზად NHL-თვის.

წინასასეზონო მატჩებში თავდამსხმელმა მხოლოდ ერთი ქულა დააგროვა, მაგრამ გუნდში კმაყოფილებას გამოთქვამენ ტოპ-სამეულის წევრებთან პოლ შჩასტნისთან და დევიდ ჯონსთან ერთად გაბრიელის თამაშით. გარდა ამისა, ლანდესკოგს ო'რაილისთან და ვინიკთან სამეულშიც ათამაშებდნენ.

ჯერჯერობით NHL-ის მიღმა რჩება "ფლორიდას" ფორვარდი ჯონათან ჰიუბერდო - დრაფტის მესამე ნომერს ჯერ არ გაუფორმებია კონტრაქტი და კლუბის გადაწყვეტილებით იუნიორთა გუნდში გადაისროლეს. "ფლორიდაში" მიაჩნიათ, რომ ჰიუბერდოს აქვს ყველაფერი, გარდა ფიზიკური მონაცემებისა, ამიტომაც საჭიროა ქვედა ლიგებში თამაში.

ამ სიაში პირველმა მცველმა, "ნიუ ჯერსის" დებიუტანტმა ადამ ლარსონმა უკვე განაცვიფრა "ეშმაკების" მწვრთნელები და პარტნიორები დახვეწილი თამაშით, არადა, შვედი მხოლოდ 18 წლისაა.

"ნიუ ჯერსიმ" გაიფორმა ლარსონი და ისიც სხვებთან ერთად ემზადება სასტარტო მატჩებისთვის. როგორც ჩანს, ადამი არა მარტო ბევრ სათამაშო დროს მიიღებს, არამედ რიცხობრივი უპირატესობის დროს ყინულზე შეუშვებენ. არსებობს აზრი, რომ "დევილზმა" შემადგენლობა უკვე მზა მცველით შეავსო.

სიაში შემდეგია 2011 წლის დრაფტის მეხუთე ნომერი, თავდამსხმელი რაიან სტროუმი, რომელიც "აილენდერსმა" აირჩია. გასულ სეზონში ნიუიორკელებმა NHL-ში თავის გამოჩენის შანსი მისცეს ნინო ნიდერაიტერს, მაგრამ მოგვიანებით ის ფარმ-კლუბში გაუშვეს. როგორც ჩანს, ახლა სტროუმის "ტესტირების" დრო მოვიდა. მართალია, მან წინასასეზონო მატჩებში ქულა ვერ დააგროვა, მაგრამ მაინც კმაყოფილი დატოვა სამწვრთნელო შტაბი.

დებიუტანტის ოფიციალურ მატჩებში გამოცდას აპირებს "ოტავა", რომელმაც დრაფტში მეშვიდე ნომრად აირჩია მიკა ზიბანეჯადი. შვედმა ექვს საკონტროლო შეხვედრაში სამი შაიბა გაიტანა და დაიმსახურა ძირითად გუნდში თამაში. "საერთო ჯამში, მიკა ბრწყინვალედ გამოიყურება. მას არ აქვს NHL-ში თამაშის გამოცდილება, მაგრამ ვეტერანების წინააღმდეგ სათანადო დონეზე იდგა", - შეაქო თანამემამულე "ოტავას" კაპიტანმა დანიელ ალფრედსონმა.

ყველაზე მეტად ექსპერტები მარკ შეიფელემ გააოცა, რომელიც "ვინიპეგმა" აირჩია მეშვიდე ნომრად. ფორვარდმა წინასასეზონო ეტაპი რვა ქულით დაასრულა და მის კლუბს უბრალოდ უფლება არ ჰქონდა ახალბედასთვის შანსი არ მიეცა. "ასეთ რამეს არ ველოდით. მარკი ჩემპიონატის სტარტიდანვე "ვინიპეგის" ძირითადში იქნება", - პირდაპირ განაცხადა "ჯეტსის" გენერალურმა მენეჯერმა.

NHL-ში დებიუტის შესაძლებლობა მიეცა "ფილადელფიას" თავდამსხმელს შონ კუტურს. "მფრინავების" მწვრთნელს ისე მოეწონა ცენტრალური თავდამსხმელის თავდაცვითი თვისებები, რომ შონს ძირითად შემადგენლობაში ადგილი მისცა.

2011 წლის დრაფტის მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე ნომრები - დაგ ჰემილტონი, იონას ბროდინი და დანკან სიმენსი - წელს NHL-ის მიღმა დარჩნენ, სამაგიეროდ, მე-12 ნომერი, "კაროლინას" ახალწვეული რაიან მერფი მზად არის გაგვაკვირვოს თავისი დებიუტით.

სავსებით შესაძლებელია, რომ "ჰარიკეინზის" მენეჯმენტმა ისევ სწორი არჩევანი გააკეთა, როგორც ეს გასულ სეზონში იყო, როცა ჯეფ სკინერის ტალანტი გაიხსნა და საბოლოოდ, ის ახალი სეზონის წინ ლიგის 50 საუკეთესო ჰოკეისტის რიგებში შეიყვანეს. "რაიანი - შესანიშნავი შემტევი მოთამაშეა. მას აქვს სისწრაფე და გაბარიტები", - შეაქო პარტნიორი ბრაიან ალენმა.

სავარაუდოდ, 2011 წლის დრაფტის პირველი რაუნდიდან ამ ეტაპზე NHL-ში მოხვედრას სხვა ვერავინ მოახერხებს, მეორე რაუნდში კი "ჩიკაგომ" იპოვნა ბრენდონ საადი, რომელმაც "ბლეკჰოქსთან" კონტრაქტი გააფორმა და მზად არის დაიწყოს სეზონი ძირითად შემადგენლობაში.

ასე რომ, მივიღეთ ცხრაკაციანი სია, რომელიც NHL-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შედარებისთვის, 2009 და 2010 წლების სეზონში დრაფტიდან ძირითადში მოხვდა ექვს-ექვსი მოთამაშე, ბოლო დროის რეკორდი კი 2008 წლის დრაფტს ეკუთვნის - 10 ჰოკეისტი.

წლევანდელი დებიუტანტები

1. რაიან ნიუჯენტ-ჰოპკინსი (ედმონტონი)

2. გაბრიელ ლანდესკოგი (კოლორადო)

3. ადამ ლარსონი (ნიუ ჯერსი)

4. რაიან სტროუმი (აილანდერსი)

5. მიკა ზიბანეჯადი (ოტავა)

6. მარკ შეიფელე (ვინიპეგი)

7. შონ კოტურიე (ფილადელფია)

8. რაიან მერფი (კაროლინა)

9. ბრენდან საადი (ჩიკაგო)

შარშანდელი დებიუტანტები

1. ტაილორ ჰოლი (ედმონტონი)

2. ტაილერ სეგინი (ბოსტონი)

3. ნინო ნიდერაიტერი (აილენდერსი)

4. ჯეფ სკინერი (კაროლინა)

5. კემ ფაულერი (ანაჰაიმი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!

[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა