საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევი ფლანგელის სატრანსფერო ვარიანტებიდან ყველაზე რეალური ლვოვის "კარპატია"
წლებია, ვლაპარაკობდით, რა ხანია ნაკრებს ძლიერი ფლანგის მოთამაშე არ ჰყოლიაო. საბედნიეროდ, ახლა თემურ ქეცბაიას განკარგულებაში უკრაინის პრემიერლიგის "ოლექსანდრიას" შემტევი ფლანგელი, 22 წლის დავით თარგამაძეა, რომელიც აზრიანი, თამამი და მწვავე რეიდებით გამოირჩევა - მეტსახელად "თაგვი" გაძვრება, გამოძვრება და მეტოქის საჯარიმოში ვითარებას ამწვავებს.

"მიხარია, "ოლექსანდრიაში" ყოფნის დრო ტყუილად რომ არ დავკარგე. კარგად გამოჩნდა, რომ უკრაინის პირველ ლიგაში თამაშიც კი ძალიან წამადგა: ფორმაც აღვიდგინე, ფიზიკური კონდიციებიც და სათამაშო პრაქტიკაც შევიძინე. დაბალი ლიგაა, მაგრამ საკმაოდ ძნელი სათამაშოა. შემდეგ კი, "ოლექსანდრია" პრემიერლიგაში რომ გადავიდა, თემურ ქეცბაიამ ნაკრებშიც მიმიწვია.

ეროვნულ გუნდში გამოძახებისა და სამი შეხვედრის ძირითადში ჩატარების შემდეგ უფრო თავდაჯერებული გავხდი. ნაკრების წევრობა პრესტიჟია და ამიტომ კლუბშიც სხვა თვალით შემომხედეს, ვგრძნობ, რომ უფრო მენდობიან", - ამბობს თარგამაძე.

დათო არ მალავს, რომ მალე ახალ კლუბში ითამაშებს.

"ლვოვის "კარპატი" მიწვევს და კლუბებს შორის მოლაპარაკება უკვე დაწყებულია, თუმცა ბოლო დროს სხვა წინადადებებიც მივიღე. რაც მთავარია, ჩემმა მენეჯერმა "ოლექსანდრიას" პრეზიდენტი ლავრენკო ტრანსფერზე დაითანხმა და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზამთარში გუნდს გამოვიცვლი. სად ვითამაშებ, დეკემბერში გაირკვევა," - გვიმხელს დათო.

ჩვენი ინფორმაციით, თარგამაძის ტრანსფერის ყველაზე რეალური გამომსყიდველი მაინც ლვოვის "კარპატია". ეს ამბავი უკვე კლუბის ფეხბურთელებმაც იციან, რაც სანდრო გურულმა "ლელოსთან" ინტერვიუშიც დაადასტურა.

თუმცა დეკემბრამდე ბევრი არაფერი დარჩა და ვნახოთ, სად განაგრძობს კარიერას ფეხბურთელი, რომელიც ასე მოულოდნელად გახდა ჩვენი ქომაგების სანაკრებო იმედი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Burton
აუ, დათო, არ გინდა რა კარპატი. ბუნდესლიგის, ან რომელიმე ევროპული ჩემპიონატიდან თუ გაქვს შემოთავაზება იქ წადი რა, არ გინდათ ეს უკრაინა :(
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო