გასულ კვირას ამერიკელმა სპრინტერმა ტაისონ გაიმ "ბრილიანტის ლიგის" ლონდონურ ეტაპზე 100 მეტრზე სირბილში სეზონის საუკეთესო დრო აჩვენა

გასულ კვირას ამერიკელმა სპრინტერმა ტაისონ გაიმ "ბრილიანტის ლიგის" ლონდონურ ეტაპზე 100 მეტრზე სირბილში სეზონის საუკეთესო დრო აჩვენა - მან დისტანცია 9,78 წამში დაფარა. ახლა მძლეოსანი იმედოვნებს, რომ მაქსიმალურად მიუახლოვდება იამაიკელი უსაინ ბოლტის მსოფლიოს რეკორდს, რომელიც 9,58 წამს უდრის. კერძოდ, ამ სეზონში გაის საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება აქვს დაგეგმილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დისტანცია 9,68 წამში უნდა გაირბინოს.

"ამ სეზონში ჯერ არ მითქვამს საბოლოო სიტყვა. ვიცი, რომ ბრიუსელში ძალიან სწრაფი ბილიკია, ამიტომაც მზად ვარ პირადი რეკორდის გასაუმჯობესებლად, - ამბობს ტაისონ გაი. - ვფიქრობ, ეს რეალური გეგმაა. მართალია, ლონდონში ტექნიკურად სუსტად გავირბინე, მაგრამ ამ შეცდომას ბელგიაში გამოვასწორებ. მჯერა, რომ კიდევ შემიძლია კარგი შედეგების ჩვენება".

გაი სეზონის დასკვნით ნაწილში ფაქტობრივად უკონკურენციოდაა დარჩენილი, რადგან იამაიკელმა უსაინ ბოლტმა ტრავმის გამო დაასრულა სეზონი. შეგახსენებთ, რომ სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა სტოკჰოლმში "ბრილიანტის ლიგის" ეტაპზე, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად წააგო 100-მეტრიანი დისტანცია და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა კარიერაში პაუზის აღება.

როგორც ცნობილი ხდება, ბოლტი ახალი სეზონისთვის მზადებას ოქტომბერში დაიწყებს. ის ამბობს, რომ ზურგის ტრავმის გამო არ გაკვირვებია ტაისონ გაისთან წაგება და არასოდეს მიიჩნევდა საკუთარ თავს დაუმარცხებალ სპრინტერად. უსაინის განცხადებით, მომავალ სეზონში მისი მთავარი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატში გამარჯვება იქნება. პლანეტის პირველობა გაისად კორეის ქალაქ ტეგუში გაიმართება.

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს