გერმანული გაზეთი "ბილდი" ადასტურებს, რომ უკრაინელი მძიმეწონოსანი ვიტალი კლიჩკო...

გერმანული გაზეთი "ბილდი" ადასტურებს, რომ უკრაინელი მძიმეწონოსანი ვიტალი კლიჩკო (40-2, 38 KO) სუპერმძიმე წონაში WBC-ის ტიტულის მორიგ დაცვას 2010 წლის 16 ოქტომბერს გამართავს. ჩემპიონი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, o2 World Arena-ზე შეხვდება WBO-ის ვერსიით მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, ამერიკელ შენონ ბრიგსს (55-5-1, 45 KO). შეგახსენებთ, უფრო ადრე კლიჩკომ უარყო ეს ინფორმაცია.

ოფიციალურად ამ ბრძოლის შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ, ბილეთების გაყიდვა კი 31 აგვისტოდან დაიწყება. "ბილდს" ვიტალის მცირე კომენტარიც მოჰყავს - 39 წლის უკრაინელი ამბობს, რომ ამერიკელი ძლიერი მოწინააღმდეგეა, რომელსაც თანამედროვე მოკრივეებს შორის ერთ-ერთი უძლიერესი დარტყმა გააჩნია.

38 წლის ბრიგსმა ადრე განაცხადა, რომ კლიჩკოსთან ბრძოლის კონტრაქტი ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს გააფორმა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არავინ დაადასტურა. ამერიკელი იმუქრება, რომ უკრაინელს პენსიაში გაუშვებს.

ბრიგსი WBO-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი 2006 წელს გახდა. მაშინ მან ბელარუსი სერგეი ლიახოვიჩი დაამარცხა. 2007 წელს კი რუს სულთან იბრაჰიმოვთან ჩხუბში დაკარგა ტიტული. რაც შეეხება ვიტალი კლიჩკოს, მან საჩემპიონო ქამრის ბოლო დაცვა 2010 წლის მაისში ჩაატარა და ნოკაუტით დაამარცხა პოლონელი ალბერტ სოსნოვსკი.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"